/ მთავარი / სოციალური მედიის მართვა
კომპანია “ბრეივი” გთავაზობთ როგორც Facebook და Instagram, ისე სხვა სოციალური მედიის გვერდების მართვას.
დაგვიკავშირდი: 551 18 06 13
სოციალური მედია თქვენი ბრენდისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობას ქმნის. დღესდღეობით, თქვენს ბიზნესს შეუძლია მარტივად დაუკავშირდეს თავის მომხმარებლებს.
გარდა ამისა, სოციალურ მედიასთან თანამშრომლობა მოიცავს მრავალ დადებით მხარეს, მათ შორის:
ამ დადებითი მხარეების გათვალისწინება ეხმარება სოციალურად აქტიურ ბრენდებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
სოციალური მედიის მართვა არის სტრუქტურირებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ეს კონკრეტული პოსტი მოიცავს სოციალური მედიის მართვის ძირითად კომპონენტებს. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ კავშირი სოციალური მედიის სტრატეგიასა და სოციალური მედიის მართვას შორის.
ამ პოსტში ასევე იხილავთ, თუ რა უნდა გააკეთოთ სოციალური მედიის მართვის კარგად დამუშავებული ოპერაციების ჩასატარებლად და როგორ აირჩიოთ სწორი პლატფორმა თქვენი ბრენდის უკეთ გასავითარებლად.
და ბოლოს, საჭიროა ავღნიშნოთ კონტენტის დაგეგმვის მნიშვნელობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ბრენდი სოციალური მედიისგან მიიღებს ყველა შესაძლო ჯილდოს.
მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა ვუპასუხოთ ერთ მნიშვნელოვან კითხვას: რა არის სოციალური მედიის მართვა?
მარტივად, რომ ვთქვათ, სოციალური მედიის მართვა არის სოციალური მედიის სრული სტრატეგიის მართვის პროცესი. თუმცა, სოციალური მედიის მართვა მეტად უფრო სტრატეგიულია.
ის უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ ტვიტებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, სოციალური მედიის მართვა პირდაპირ დაკავშირებულია თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან. გარდა ამისა, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები აგებულია ძლიერ ფაქტობრივ ინფორმაციაზე.
წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად, უნდა იცოდეთ, თუ რამდენად კარგად დაგეხმარებათ ბაზრის სპეციფიკის ცოდნა თქვენი პრობლემების უკეთ გადაჭრაში.
თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, შესაბამისად ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ არის განლაგებული თქვენი ბრენდი, რათა მეტი ბიზნესი გამოიმუშაოს.
სოციალური მედიის სტრატეგია დაკავშირებულია სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებასთან, ცნობიერების ასამაღლებლად და ლიდერობის გასავითარებლად.
სოციალური მედიის მართვა არის ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც უჭერს მხარს თქვენი ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სტრატეგიებს.
ეს კი სოციალური მედიის ეფექტური სტრატეგიის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ზუსტად განმარტავს, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას თქვენი ბრენდი სოციალური მედიის პლატფორმებზე შედეგების გამოწვევის მიზნით (კონტენტის გამოქვეყნება, მომხმარებლებთან ურთიერთობის დასამყარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინება და ა. შ.)
მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად სწორია სოციალური მედიის მართვა თქვენი ბრენდისთვის?
ყველა წარმატებული ციფრული მერკეტინგის სტრატეგიის უკან დგას მარკეტინგული გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო და დეტალური წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ არიან მათი მყიდველები.
მარკეტინგულმა გუნდმა იცის ყველაფერი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მათი მყიდველები და რა აზრის არიან. ფაქტია, თუ არ იცნობთ თქვენს მომხმარებლებს, არც ის გეცოდინებათ, როგორ მიიზიდოთ ისინი.
დღესდღეობით, მყიდველების გაგება და მხარდაჭერის გაწევა გაცილებით სხვა რაღაცას ითვალისწინებს. პირველ რიგში, საჭიროა ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რას აფასებენ თქვენი მყიდველები. უნდა იცოდეთ და იაზრებდეთ, როგორ განიცდიან თქვენი მომხმარებლები, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევებსა და სირთულეს აწყდებიან და როგორ მოელიან თქვენ მიერ გაწეულ დახმარებას.
დასაწყებად კარგი იქნებოდა პერსონების შექმნა ყველა ტიპის მყიდველისთვის. კარგად განსაზღვრული პერსონა დაგეხმარებათ დაადგინოთ თქვენი მყიდველების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, საჭიროებები და სურვილები.
ამ ინფორმაციის საშუალებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ სოციალური მედიის კონტენტი, რომელიც მიიზიდავს თქვენს მყიდველებს. ეს პლატფორმა მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ ამის დასაწყებად.
ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ არის შექმნილი თანაბრად. ისინი ითვალისწინებენ სხვადასხვა ასაკსა და ინტერესებს. მაგალითად, TikTok-ი არის სწრაფად მზარდი ვიდეოებზე დაფუძნებული სოციალური მედია პლატფორმა. მომხმარებელთა 41% ეკუთვნის 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ TikTok-ი არ არის ის პლატფორმა, რომელზეც უნდა დახარჯოთ დრო და ენერგია.
თუმცა, LinkedIn-ი არის ერთ-ერთი პროფესიონალური სოციალური მედია ქსელი. ადამიანების უმეტესობა მიმართავს მას ბიზნესის განვითარების მიზნით.
სწორი პლატფორმის არჩევა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა ტიპის მომხმარებლებს იზიდავს თითოეული პლატფორმა.
უმარტივესი გზა იმის დასადგენად, სტუმრობენ თუ არა თქვენი მომხმარებლები რაიმე სახის კონკრეტულ სოციალურ მედია პლატფორმას, არის თქვენი პერსონებისგან შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება და თითოეულ პლატფორმაზე წვდომის ქონა.
საჭიროა შექმნათ ანგარიში და დაიწყოთ მომხმარებლების, ჰეშთეგების, კითხვებისა და თქვენს ინდუსტრიასთან დაკავშირებული კონტენტის ძიება.
თქვენი მიზანია ზუსტად დაადგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაუთმოთ დრო სოციალურ მედია პლატფორმას.
თუ აღმოაჩინეთ, რომ ბევრი მომხმარებელი არ კყავთ, გირჩევთ გამოიყენოთ სხვა პლატფორმა.
თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია არის ერთგვარი გეგმა, რომელსაც თქვენი ბრენდი იყენებს.
კონტენტი, რომელსაც თქვენ ქმნით სოციალური მედიისთვის, იქნება საკმაოდ ინფორმატიული იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს თქვენი აუდიტორია.
2015 წელს ჯერემი მილერმა დაწერა წიგნი “Sticky Branding”. მილერის აზრით, თქვენი ბაზრის მხოლოდ 3% შეადგენს აქტიურ მყიდველებს.
დარჩენილი 97% შეადგენს:
ზემოთ აღნიშნულის გაანალიზება დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ კონტენტის შექმნაზე.
სრულფასოვან სამყაროში, თქვენ გაქვთ საშუალება გამოაქვეყნოთ ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპის კონტენტი. თუმცა, ბიუჯეტი ხშირად მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ აწარმოოთ თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი.
ამიტომ, საჭიროა დაამყაროთ ბალანსი იმას შორის, რასაც თქვენი ბიუჯეტი გაწვდება და გასცემს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს კლიენტებთან სოციალურ მედიაში გაზიარებას შორის.
განრიგის შედგენა დაგეხმარებათ კონტენტის დროულად გამოქვეყნებაში. გარდა ამისა, ის უნდა შეიცავდეს მთელ კონტენტს, რომელსაც გააზიარებთ სოციალურ ქსელში.
თქვენი კონტენტი უნდს მოიცავდეს თითოეულ ანგარიშს, კონტენტის ტიპს, თარიღსა და დროს.
სოციალური მედიის მართვის აპლიკაციების უმეტესობას გააჩნია დაგეგმვის ფუნქცია. ეს კი ამარტივებს კამპანიების გარშემო კონტენტის დაგეგმვის პროცესს.
მაგალითად, Loomly-ს აპლიკაცია გთავაზობთ კონტენტის გამოქვეყნების ზუსტ განრიგს. გარდა ამისა, ის აჩვენებს ყველა სოციალური მედიის კონტენტს, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.
თქვენს აუდიტორიასთან ურთიერთობის დამყარება სოციალური მედიის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თქვენ გექნებათ საშუალება განავითაროთ პირდაპირი ურთიერთქმედება და მიიღოთ მეტი ინფორმაცია გამოწვევების, საჭიროებებისა და სურვილების შესახებ.
ეს ეხება კითხვებზე პასუხის გაცემას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და მოთხოვნილებების შესრულებას.
კონტენტის შექმნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, უნდა იყოთ კრეატიული და შემოქმედი ადამიანი.
მაგალითად, თუ თქვენი ბრენდი მოთავსებულია TikTok-სა და Instagram-ზე, TikTok-ი შესაძლოა არც ისე ეფექტური აღმოჩნდეს თქვენი კამპანიის წარმატებისთვის.
ამის ნაცვლად, ინსტაგრამზე ფოკუსირების მოხდენა საშუალებას მოგცემთ შექმნათ კარგი კონტენტი.
თქვენი კონტენტის შექმნისა და მართვის პროცესის დახვეწის შემდეგ, უფრო მარტივი იქნება დამატებითი ანგარიშის მართვა.
იმის დასადგენად, თუ რა ტიპის კონტენტს გამოაქვეყნებთ და რამდენად ხშირად, საჭიროა იმოქმედოთ და განახორციელოთ ეს თანმიმდევრულად.
სოციალური მედია არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი სივრცე, სადაც ყველა ადამიანი ცდილობს გაყიდოს თავისი პროდუქტი.
იმისთვის, რომ იყოთ გამორჩეული და თავდაჯერებული, საჭიროა ხშირად გამოაქვეყნოთ კონტენტი.
ეს ასევე უწყობს ხელს მყიდველებს მათი მოგზაურობის თითოეულ ეტაპზე, რათა გახდნენ მეტად აქტიურები.
სოციალური მედიის მართვა ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს არის ერთგვარი გეგმა, თუ როგორ უნდა ვმართოთ კონტენტი და დავამყაროთ მჭიდრო ურთიერთობა მომხმარებლებთან სოციალური მედიის საშუალებით.
მიუხედავად იმისა, რომ კონტენტის მართვა და კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა არის ერთი-ერთი ძირითადი ელემენტი, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი კონტენტის კალენდრის განლაგება და კონტენტის თანმიმდევრულად გამოქვეყნება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მყიდველი არ არის მზად დაუყოვნებლივ შეიძინოს თქვენი პროდუქტი, თქვენ უნდა ეცადოთ, კარგი კონტენტის საშუალებით, მიიზიდოთ მომხმარებლები, რაც შეინარჩუნებს თქვენს ბრენდს იმ დროისთვის, როდესაც ისინი გახდებიან აქტიური მყიდველები.
ჩვენი სერვისი მოიცავს კონტენტის სტრატეგიის შექმნას, პოსტების დაგეგმვასა და განთავსებას, აუდიტორიის ანალიზს, რეკლამის მართვას, მომხმარებლების კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგს და დეტალურ ანალიტიკას.
ჩვენ ვმუშაობთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, TikTok და YouTube. თითოეულ პლატფორმაზე ვქმნით მორგებულ სტრატეგიებს და კონტენტს.
პოსტების სიხშირე დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე და სტრატეგიაზე. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ყოველდღიურ, ასევე კვირეულ გრაფიკზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ აუდიტორიის ჩართულობა.
სოციალური მედიის მართვა აძლიერებს ბრენდის ცნობადობას, ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას, ხელს უწყობს პირდაპირი კომუნიკაციას და ეხმარება მომხმარებლების მოზიდვას.
ფასი დამოკიდებულია სერვისების მოცულობასა და პაკეტებზე, როგორიცაა პოსტების რაოდენობა, რეკლამის ბიუჯეტი და დამატებითი სერვისები. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა პაკეტებს, რათა შევთავაზოთ თქვენთვის ხელსაყრელი პირობები.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ინდივიდუალურ მიდგომასა და სიღრმისეულ ანალიზზე, რათა თქვენი ბრენდი მიეწოდოს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას მაქსიმალურად ეფექტურად. ვქმნით უნიკალურ და მორგებულ კონტენტს, რომელიც ბრენდის იდენტობას ეხმიანება.
ჩვენ ვიყენებთ KPIs-ს, როგორიცაა ჩართულობის მაჩვენებელი, ახალი მიმდევრების რაოდენობა, პოსტების ნახვები, და რეკლამის ეფექტურობის ინდიკატორები. ყოველთვიურად ვამზადებთ ანალიტიკურ ანგარიშს, რომ თქვენ იცოდეთ კამპანიების შედეგები.
დიახ, ჩვენ ვქმნით და ვმართავთ მიზნობრივ რეკლამებს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს თქვენი ბრენდის ხილვადობა და მოიზიდოს პოტენციური მომხმარებლები.
დიახ, ჩვენ ვატარებთ აუდიტორიის კვლევას და ანალიზს, რათა უკეთ გავიგოთ, რა სჭირდება თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას და როგორ შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი.
ჩვენი გუნდი მუდმივად აკონტროლებს თქვენი ანგარიშების აქტივობას და გვაქვს კრიზისების მართვის სტრატეგიები, რომ დროულად ვუპასუხოთ კრიტიკულ სიტუაციებს და მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო რისკები.
სამუშაო საათები
ორშ-პარ: 10:00-19:00 საათი
შაბ-კვირ: 11:00-18:00 საათი
ყველა უფლება დაცულია! 2021-2023 © ბრეივი