brave.ge

tiktok

10 რჩევა TikTok მარკეტინგისთვის

გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ხილვადობა TikTok-ზე? დააკვირდით, თუ როგორ იყენებენ ტოპ ბრენდები სახალისო, მიმზიდველ კონტენტს აუდიტორიის გასაზრდელად. ტიკტოკი აფეთქდა მარკეტინგის სცენაზე, როგორც საშუალება, რომ მიიქციო მილიონობით ადამინის ყურადღება კრეატიული ვიდეო კონტენტის საშუალებით.

წამყვანი ბრენდები პოულობენ ყველა სახის გზას, რათა ისარგებლონ მათთვის ხელმისაწვდომი მარკეტინგული შესაძლებლობებით.

როგორ შეგიძლიათ მიბაძოთ მათ?

გაეცანით საუკეთესო პრაქტიკას და ატრიბუტებს, რომლებიც ტიკტოკ კონტენტს მიმზიდველს და კრეატიულს ხდის, რათა გაიზარდოთ და გაზარდოთ საკუთარი აუდიტორია ამ პლატფორმაზე.

ამ სტატიაში სწორედ იმ 10 რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ წარმატებული ტიკტოკ მარკეტინგული კამპანია.

1. ისარგებლეთ არსებული ტენდენციებით

TikTok-ის ალგორითმი პრიორიტეტს ანიჭებს შინაარსს, პოპულარობისა და ნახვების რაოდენობას.

ამიტომ, მარკეტინგის გუნდმა უნდა გამოიყენოს ტენდენციური ჰეშთეგები, რათა შექმნას შესაბამისი შინაარსი, რომელიც მიმზიდველი იქნება მათი სამიზნე აუდიტორიისთვის.
სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე დაყენებული რეკლამისგან განსხვავებით, ტიკტოკი მოითხოვს, რომ თქვენი გუნდი იყოს ჩართული უახლესი ტენდენციების ათვისებაში.

ამ პლატფორმის მომხმარებლები ეძებენ კონტენტს ტენდენციური ჰეშთეგების ქვეშ, რის გამოყენებაც დაგეხმარებათ აჩვენოთ თქვენი ბრენდი ბევრად დიდ აუდიტორიას.
არსებული ტენდენციების გამოყენებამ შეიძლება გააფართოვოს თქვენი კრეატიულობა და გამოიყენოს კონტენტი, რომელიც უკვე იცით, თუმცა ბევრად კრეატიული და მრავალფეროვანი შეგიძლიათ გახადოთ თქვენი აუდიტორიისთვის.

2. იპოვეთ ბალანსი გართობასა და პოპულარიზაციას შორის

მიუხედავად იმისა, რომ TikTok გთავაზობთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებისა და გართობის შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ბრენდის პოპულარიზაციის საკითხიც.

თუ ვიდეოში ძალიან ბევრი რეკლამაა, მნახველები გამოტოვებენ მას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ინფორმირება და გართობა, აუდიტორიის მოზიდვა, რათა ჩაერთოს თქვენს ვიდეოში და ჰქონდეს სურვილი ბოლომდე ნახოს ის.

მას შემდეგ, რაც მიმდევრები (followers) გარკვეულ რიცხვს მიღაწევენ, შემოიტანეთ მეტი სარეკლამო პოსტი. გართობისა და რეკლამის დაბალანსებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ კავშირს პოტენციურ მყიდველებთან.

3.გამოიყენეთ პარტნიორობა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად

როგორც ნებისმიერი ახალი მარკეტინგული წამოწყების შემთხვევაში, არსებობს სწავლების მრუდი TikTok სფეროს დაპყრობისას. ასე რომ ნუ მოგერიდებათ დატესტოთ და გამოიყენოთ სხვების გამოცდილებები საკუთარ საქმეში.

TikTok-ს აქვს შესაძლებლობა და ბაზა ადამიანების, რომელბიც გართობის და პოპულარობის პარალელურად, საუბრობენ და გასცემენ რჩევებს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ახლა დაიწყო ამ პლატფორმის გამოყენება, ან დიდი ხანია ცდილობს გარკვეულ შედეგებამდე მივიდეს, თუმცა საქმე არც თუ ისე კარგადაა.

კონტენტის შემქმნელების გამოცდილება დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის შემდეგ დონეზე აყვანაში.

გავლენიან და ცნობილ ინფლუენსერთან პარტნიორობა კი კიდევ ერთი გზაა, რომ გაზარდოთ  ბრენდის ცნობადობა და ნახვები.

ინფლუენსერებს შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი პროდუქტების პოპულარობის გაზრდაში და მომხმარებლის მოზიდვაში, აქციების შეთავაზებით და უბრალოდ თქვენს პროდუქციაზე საუბრით/რეკლამით.

4. მიეცით ფოკუსირება მთელ ეკრანზე

TikTok მომხმარებლებს ურჩევნიათ ნახონ ვიდეო პორტრეტის რეჟიმში.
თქვენმა მარკეტინგის გუნდმა უნდა განიხილოს 9:16 ვიდეო ფორმატი, რათა უზრუნველყოს თქვენი აუდიტორიისთვის ყველაზე მიმზიდველი ვიდეო.
ეს ფორმატი უზრუნველყოფს, რომ თქვენ იკავებთ მთელ ეკრანს და ახორციელებთ საუკეთესო პრაქტიკას თქვენი ბრენდის წარმატებისთვის.

საუკეთესო პროდუქტს სჭირდება საუკეთესო ფორმატი სრულყოფილად აღქმისთვის.

5. მრავალფეროვნება არის პროდუქტის პოპულარობის გასაღები

TikTok-ზე წარმატებული ვიდეოს კიდევ ერთი საიდუმლო მრავალფეროვანი ფონის გამოყენებაა.

სტაგნაციური ფონის ნაცვლად, სცადეთ შეცვალოთ პეიზაჟები, ხედები და კამერის კუთხეები, რათა შექმნათ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი რეკლამა.
სხვადასხვა სცენების შექმნა ხელს უწყობს მაყურებლის მოზიდვას და ქმნის დასამახსოვრებელ მესიჯებს.
თქვენი რეკლამის ვიზუალურ მიმზიდველობას შეუძლია გამოარჩიოს იგი სხვა ვიდეოებისგან და დაეხმაროს თქვენს პროდუქტს იყოს მეტად მომხიბვლელი და მოთხოვნადი.

6. დაკავშირება Call To Action შესაძლებლობების საშუალებით

რეკლამაში Call to Action (CTA) ჩვენება ქმნის კავშირს პოტენციურ მომხმარებელთან და აძლევს მას საშულაებას გადადგას ნაბიჯი თქვენი ვიდეოს ნახვის შემდეგ
TikTok-ის Ad Manager გთავაზობთ ფუნქციებს დაწკაპუნებით CTA-ებს.
თქვენი ბრენდის მიზნიდან გამომდინარე, კლიენტებს შეუძლიათ დააწკაპუნონ საყიდლებზე, ნახონ შეთავაზებები, გაიგონ მეტი, იპოვონ მდებარეობა და სხვა.

დაწკაპუნებად ღილაკებს შეუძლიათ შექმნან მეტი ტრაფიკი თქვენს ვებსაიტზე და შეუფერხებლად დააკავშიროთ თქვენი პროდუქტი აუდიტორიასთან.
გარდა ამისა ეს ქმნის შესაძლებლობას მაყურებლები გასცდნენ ვიდეოს და გაიგონ მეტი თქევნი პროდუქციის შესახებ.

7. მაქსიმალური ზემოქმედება ეფექტური დროით

იმისათვის, რომ ვიდეოები ეფექტური იყოს TikTok-ზე, დრო არის ყველაფერი!

თუ ვიდეო ძალიან მოკლეა, შეტყობინება შეიძლება იყოს ბუნდოვანი და გაუგებარი; თუ ძალიან დიდი, მაშინ მაყურებელი კარგავს ინტერესს და შეუძლია გადავიდეს მანამ, სანამ გამოჩნდება მთავარი მესიჯი.

TikTok მეტრიკის მიხედვით, ვიდეოები, რომლებიც 21-დან 34 წამამდეა, იდეალურია იმისთვის, რომ ვიდეო რეკლამა ეფექტური იყოს. ამიტომ, თქვენი გზავნილის მაქსიმიზაცია ამ დროისთვის გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას შექმნათ რეკლამა, რომელიც დაუკავშირდება თქვენს აუდიტორიას და გამოიწვევს რეალურ დაინტერესებებს.

8. ხშირად გამოაქვეყნეთ ავთენტური შინაარსით

TikTok-ში მარკეტინგის წარმატების გასაღები არის რეგულარულად გამოქვეყნება, რა თქმა უნდა ორიგინალური შინაარსით. თუ თქვენი მიზანია ბრენდის ხილვადობის გაზრდა, მნიშვნელოვანია დარჩეთ შესაბამისად აქტიური. ხშირად გამოქვეყნებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ და დატესტოთ რა მუშაობს და რა არა.

გარდა ამისა, პლატფორმის ალგორითმი დაგეხმარებათ დაარეგულიროთ თქვენი პოსტები მის მიერ წარმოქმნილ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით. როდესაც ბრენდები პირველად იწყებენ საქმიანობას, ხშირად გამოქვეყნება შეიძლება დაეხმაროს მათ სცადონ სხვადასხვა ტიპის შინაარსი.

სხვადასხვა ვიდეოების შექმნა თქვენი ბრენდის საჩვენებლად არის იმის გარკვევის საშუალება თუ რა უფრო აინტერესებს თქვენს აუდიტორიას. თუ იპოვით კონკრეტულ დიზაინს და მიმართულებას, რომელიც მუშაობს, მიჰყევით ამ ფორმულას მარკეტინგის წარმატებისთვის და განავითარეთ შესაბამისად.

9. იქონიეთ იუმორის გრძნობა

TikTok მომხმარებლებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არის გართობა და იუმორი. ამ პლატფორმას მომხმარებლები ძირითადად სტუმრობენ გასართობად. მხიარული ვიდეოების შექმნა და მხიარულება შეიძლება ყველაზე კარგად მოქმედებდეს თქვენი პროდუქტის პოპულარობაზე.

იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინოთ ხედებზე, გაერთეთ შინაარსის შექმნით და მას აუცილებლად მოყვება გაზრდილი აუდიტორია. ადამიანებს სურთ ნახონ შინაარსი, რომელიც მსუბუქი და სახალისოა.

დააკვირდით, როცა TikTok-ს ათვალიერებთ, რა რეკლამები გხვდებათ? არის თუ არა უმრავლესობა იუმორზე აგებული? – აღმოაჩენთ რომ ამ პლატფორმაზე იუმორი ყველაზე კარგად მუშაობს.

10. გამოიყენეთ Closed Captioning

თქვენი ვიდეოს განმავლობაში სუბტიტრების გამოყენება დაგეხმარებათ შეტყობინების გაძლიერებაში.

CTA–სთვის ტექსტის გამოყენებამ, სუბტიტრების კონტენტთან ერთად, შეიძლება თქვენი რეკლამა უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადოს. ის ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომლებიც ხმის გარეშე უყურებენ, მიიღონ წვდომა თქვენს შეტყობინებაზე, შეიქმნან შთაბეჭდილება და არ გამოტოვონ თქვენი ვიდეო.

და ბოლოს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ რეკლამა TikTok-ზე, დაგვიკავშირდი. 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *