brave.ge

11 რჩევა ინსტაგრამ გაყიდვების გასაზრდელად

ინსტაგრამი არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პლატფორმა, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.

გარდა იმისა, რომ ამ სივრცის საშუალებით შეგიძლია საკუთარი ცხოვრება, მნიშვნელოვანი მომენტები ან სასურველი ფოტები/ვიდეობი გაუზიარო სხვებს, ან თუნდაც გქონდეს კომუნიკაცია და უბრალოდ განტვირთვის საათები მოიწყო, უნდა გახსოვდე რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ათვალიერებენ შენს პროფილს,  ასევე ყიდულობენ კიდეც.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ გიგანტური შესაძლებლობა, აჩვენოთ თქვენი პროდუქცია ან სერვისები იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და სურთ ეს ყველაფერი. Instagram პლატფორმა გაძლევს საშუალებას წარმოაჩინო საკუთარი პროდუქცია მეტი კრეატიულობით და დახვეწილი დიზაინით, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი კომპონენტებია გაყიდვებში.

ინსტაგრამი ისევე როგორც სხვა სოციალური ქსელები, რამდენადაც მომგებიანი შეიძლება იყოს, იმდენადვე შეიძლება უარყოფით შედეგებზე მუშაობდეს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სწორად გავიაზროთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა.

ქვემოთ სწორედ ის 11 რჩევაა მოცემული, რომელთა გათვალისწინებამაც შესაძლოა გაზარდოს და გაამარტივოს თქვენი გაყიდვები.

დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში არის „Business“ ანგარიში.

მანამ, სანამ ინსტაგრამზე ფულის გამომუშავებას დაიწყებთ აუცილებელია, რომ გქონდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი.
პირველი: დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში არის „Business“ ანგარიში. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ეს ასე არ არის.
ბიზნეს ანგარიშებს აქვთ სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც მარკეტინგს ამარტივებს, ასეთებია:

  • ინფორმაცია თქვენი აუდიტორიის შესახებ
  • შესაძლებლობები თქვენს პროფილში მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასამატებლად, რათა დაეხმაროთ ადამიანებს გიპოვონ/დაგიკავშირდნენ აპის გარეშეც.
  • პოსტების პოპულარიზაციის შესაძლებლობა, რათა გაზარდოთ თქვენი აუდიტორია.

ორჯერ შეამოწმეთ თქვენი ბრენდინგი.

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ თქვენი ანგარიში გამართულია და ნადვილად „Business“ ანგარიშია, ორჯერ შეამოწმეთ, რომ თქვენი ბრენდინგი თანმიმდევრულია ყველა არხებზე, მათ შორის Instagram-ზეც.
ეს უზრუნველყოფს თქვენს ცნობადობას.

თქვენი პროფილის სურათი, თქვენი პოსტების სტილი/დიზაინი და თქვენი ბიოგრაფიაც კი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს არსებულ ბრენდს.

იყავით თანმიმდევრული და აჩვენეთ როგორ ყიდით.

იმისთვის რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია მუდმივად ზრდადი იყოს, მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გაყიდვების სისტემა. პირველ რიგში, მუდმივად იზრუნეთ რომ პროდუქციის გამოქვეყნებისას მომხმარებელს ქონდეს გარკვეული ინფორმაცია, რაც გამოიწვევს ინტერესის გაღვივებას.
ეცადე შენი აუდიტორია მხოლოდ საკუთარი სანაცნობო წრით არ შემოიფარგლებოდეს, რომლისთვისაც შესაძლოა დახვეწილი Instagram პროფილი არც კი იყოს მნიშვნელოვანი რათა იყიდოს.
მოიპოვე ნდობა, რადგან ადამიანები, რომლებმაც იციან, მოსწონთ და გენდობიან დიდი ალბათობით იყიდიან კიდეც.

თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის Instagram კონტენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაყიდვების ზრდისთვის.
პოსტების რეგულარულად გამოქვეყნება – და არა მხოლოდ Reels-ში ან Stories-ში – ეხმარება ამ ნდობის ჩამოყალიბებას. დროთა განმავლობაში გაზრდილი აქტივობა მუდმივი სიახლეები და დახვეწილი თანმიმდევრული სტილი უზრუნველყოფს თქვენს პოპულარობას და სანდოობის გაზრდას უცხოებისთვისაც კი.

გამოიყენეთჭკვიანი ხელსაწყოები“.

თქვენი ინსტაგრამის ანგარიშის ხელით მართვა თავის ტკივილის გარანტიაა.
პოსტების ყოველდღიურად გამოქვეყნება, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმატში, შეიძლება დამღლელი იყოს.
საბედნიეროდ, არსებობს საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი Instagram ბადე, რათა გამოიყურებოდეს ის შეკრულად, დახვეწილად  და თანმიმდევრულად.
კარგი ინსტრუმენტები ასევე დაგეხმარებათ დაიგეგმოთ პოსტები და შექმნათ წარწერები შესაბამისი ჰეშთეგებით.

რეკომენდირებულია რამდენიმე ასეთი ინსტრუმენტი:

  • MeetEdgar – უამრავი შესანიშნავი ფუნქცია, მათ შორის ავტომატური შინაარსის მქონე ფუნქციები, განრიგის ჩათვლით.
  • Later – ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი მრავალი მოქნილი დაგეგმარების ფუნქციით.
  • Agorapulse – ინსტრუმენტი, არა მხოლოდ Instagram, არამედ თქვენი ყველა სოციალური ანგარიშის მართვისთვის.

Post Reels.

Instagram-ზე გასაყიდად და საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ თქვენს განკარგულებაში არსებული ყველა ფუნქცია და შესაძლებლობა.
ერთ-ერთი შესანიშნავი სტრატეგიაა Reels-ის გამოქვეყნება, რომლებიც კონკრეტულად ეხება თქვენს აუდიტორიას და აჩვენებს თქვენი პროდუქციის აუცილებლობას მათ ცხოვრებაში. ხშირად გამოიყენეთ ეს ფუნქცია და ნუ დაგრჩებათ ყურადღების მიღმა.

სტრატეგიულად გამოიყენეთბმული ბიოში

ინსტაგრამზე მეტის გასაყიდად, არ განათავსოთ თქვენი პირადი გვერდის ბმული ბიოში.
ამის ნაცვლად, ბმულით დაუკავშირდით მიზანმიმართულ სადესანტო გვერდს, სადაც მომავალ მომხმარებლებს იმ  პლატფორმიდან შეეძლებათ შესყიდვის განხორციელება.

ვინაიდან თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ პოსტებში განთავსება ამ ბმულების, ეს შესანიშნავი გზაა ამ პრობლემის გადასაჭრელად.

პროდუქტის/მომსახურების ბმულის განთავსება Story-ში.

Stories-ის ფუნქციის გამოყენება და საკუთარი პროდუქტის უფრო ხშირად გამოქვეყნება, კიდევ ერთი საშუალებაა აქტივობის შენარჩუნებისთვის.

სხვადასხვა გზით შეგიძლიათ წარმოაჩინოთ საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება, მაგალითად: პირდაპირ ისაუბრეთ პროდუქტზე და აჩვენეთ იგი, მოუყევით ამბავი სხვა მომხარებლებზე, რომლებიც კმაყოფილები არიან თქვენი მომსახურებით. გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს სფეროზე და მის გარშემო ნებისმიერ საკითხზე. იყავით უფრო ახლოს თქვენ სამიზნე აუდიტორიასთან.

შეინახეთ პროდუქციის Story კიდევ ერთ შესანიშნავ ფუნქციაში, Story Highlights-ში!

შეინახეთ ის Story-ბი, რომლებიც თქვენი პროდუქციის მომხმარებლებს უკვე აჩვენეთ. არ არის საჭირო მათი წაშლა და გაქრობა –  შეინახეთ ისინი თქვენს Story Highlights-ში!

დარწმუნდით, რომ შექმენით კონკრეტული სახელი/მონიშვნა სწორი ინფორმაციის შემცველი, რათა მომხმარებლებმა ადვილად იპოვოს სასურველი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა Highlights სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვის და ა.შ.

პროდუქციის/მომსახურების შემცველი პოსტების პოპულარიზაცია

პროდუქტის პოსტის პოპულარიზაცია (ან „გაძლიერება“) ინსტაგრამის რეკლამის შექმნით შეგიძლიათ, ეს  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა გაყიდვების გაზრდისთვის.

ეს მისცემს თქვენს პოსტს მეტ ხილვადობას და მიმზიდველობას. შესაბამისად, მიიღებთ უფრო მეტ ყურადღებას თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.
კონკრეტულად, ყურადღება გაამახვილეთ პოსტებზე, რომლებიც უკვე კარგად მუშაობენ რეკლამის გარეშეც.

ამ პოსტებს აქვთ შანსი მოიტანონ მეტი გაყიდვა, რადგან სხვა პოსტებთან შედარებით ამ კონკრეტულებმა დაიმსახურეს სამიზნე აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღება.

გამოიყენეთ ჰეშთეგები გონივრულად

ჰეშთეგების გამოყენებამ გაყიდვების მიმართულებით შეიძლება თქვენს პროდუქტს/მომსახურებას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეს.

სწორმა ჰეშთეგებმა შეიძლება ნათლად დაგანახოთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება მოგძებნონ ადამიანებმა, რომლებიც შეიძლება მარტივად შემოუერთდნენ თქვნი პოტენციური მომხმარებლების სიას. ახალი მომხმარებლების პოვნა თქვენ, თქვენს ბიზნესს და თქვენს პროდუქტებს ზუსტად სწორი და ზომიერი ჰეშთეგების გამოყენებით შეგიძლიათ.

შეარჩიეთ ისეთი თეგები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოყენება თქვენი სეგმენტის ფარგლებში, გაუმარტივეთ მომხარებლებს პროდუქციის მოძებნა და გაიმარტივეთ გაყიდვების ზრდა.

არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ ჰეშთეგები საკუთარი ბრენდის დასახელებით!

გაყიდვა Instagram Shopping-ით.

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Instagram-მა დაამატა არაჩვეულებრივი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაყიდოთ პირდაპირ აპლიკაციით Instagram Shopping-ის მეშვეობით.

დაიწყეთ გაყიდვები ინსტაგრამზე!
ინსტაგრამზე გაყიდვის დაწყება საკმაოდ მარტივია, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა  კონკრეტული ბრენდი, ვებსაიტი და სხვა რესურსები.
ინსტაგრამი მოგცემთ საშუალებას დაიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შექმნათ ბრენდი, საკუთარი ხაზი და მოიპოვოთ აუდიტორიის ნდობა. გაზარდოთ გაყიდვები და შექმნათ მრავალფეროვანი კონტენტი საკუთარი ბრენდის განვითარებისთვის.
გამოიყენეთ ამ პლატფორმის ყველა რესურსი!

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *