brave.ge

facebook-engagement-zrda

Facebook ბიზნეს გვერდზე ჩართულობის გაზრდის გზები

ამ სტატიაში განვიხილავთ 8 საუკეთესო გზას, რომელიც გაზრდის ადამიანების ჩართულობასა და აქტიურობას თქვენს Facebook ბიზნეს გვერდზე-ყველანაირი ინვესტიციის გარეშე.

Facebook გვერდის მართვა გაძლევთ საშუალებას თქვენს მომხმარებლებს მოუყვეთ თქვენი ბრენდის ისტორიის შესახებ, მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროთ მათთან და დაისახოთ ბიზნეს მიზნები.

ახლა კი მოდით განვიხილოთ ის 8 ძირითადი გზა, რომელიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ თქვენს Facebook ბიზნეს გვერდს.

facebook-engagement-zrda

 

1. ატვირთეთ, რაც შეიძლება მეტი ვიდეო Facebook-ზე

იმის ნაცვლად, რომ თქვენი კონტენტი YouTube აპლიკაციაზე განათავსოთ და ატვირთოთ, სცადეთ მისი გამოქვეყნება Facebook-ზე.

როდესაც Facebook-ზე აქვეყნებთ ვიდეოს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ  თქვენი ვიდეო ავტომატურად ირთვება, როგორც კი თქვენი მომხმარებლები იწყებენ ე. წ. გვერდის „ჩასქროლვას“-ეს კი იპყრობს თქვენი მნახველების ყურადღებას და უნდათ თუ არ უნდათ მაინც უყურებენ იმ ვიდეოებს, რაც გზად ხვდებათ.

მნიშვნელოვანია გამოაქვეყნოთ, რაც შეიძლება მოკლე ვიდეოები.

Facebook-ზე განთავსებული ვიდეოების ხანგრძლივობა მერყეობს 30 წამიდან 2 წუთამდე, ხოლო იდეალური ხანგრძლივობა მერყეობს 60 წამიდან 90 წამამდე.

ამის გათვალისწინებით, საჭიროა განათავსოთ ვიდეოები 2 წუთამდე ან ნაკლები.

2. მოახდინეთ თქვენი ვიდეოების ოპტიმიზაცია

როდესაც გამოაქვეყნებთ რაიმე სახის ვიდეოს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ იყენებთ ქეივორდებს, სათაურს, ვიდეოს აღწერილობას-ეს გაზრდის მნახველების რაოდენობას.

შემდეგ, როდესაც დაიწყებთ SEO ოპტიმიზაციის საშუალებით, Facebook ვიდეოების კოლექციის შეგროვებას, დაამატეთ ისინი თქვენს პლეილისტზე.

ამგვარად, უფრო  ვიდეოების ჩვენება მომხმარებლისთვის გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ პირველის ყურებას.

კიდევ ერთი გზა, თუ როგორ გავზარდოთ ჩართულობა და ვიდეოს ნახვები არის ვიდეოების დახასიათება და აღწერა.

3. რაც შეიძლება ხშირად გადით პირდაპირ ეთერში

გაზარდეთ თქვენი ვიდეოების ნახვები პირდაპირ ეთერში გასვლის დახმარებით.

პირდაპირ ეთერში გასვლის დროს, თქვენი ვიდეოები ავტომატურად გადავა თქვენი მნახველების Facebook News Feed-ის ზედა ნაწილში.

გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თქვენს გვერდს, მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც აცნობებს იმის შესახებ, რომ პირდაპირ ეთერში გახვედით!

პირდაპირი ტრანსლაციის დასრულების შემდეგ, თქვენი ვიდეო გამოჩნდება თქვენს Facebook გვერდზე.

ხოლო, ამის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი პოპულარიზაციის გაზრდა, განათავსოთ იგი თქვენს საიტზე ან გააზიაროთ იგი სხვა სოციალურ ქსელებში.

4. თვალყური ადევნეთ Facebook Insight-ს იმ მონაცემებისთვის, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ

სოციალური მედიის სტრატეგიები ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან.

დაახლოებით თვეში ერთხელ თვალყური ადევნეთ თქვენს Facebook Insight-ს და გამოიყენეთ მხოლოდ ის კონტენტი, რომელიც თქვენს აუდიტორიას ყველაზე მატად აინტერესებდა.

გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ტექსტის შინაარსი, არამედ ფორმატი.

გამოიყენეთ ეს ინფორმაცია თქვენი Facebook-ის მიმდინარე სტრატეგიის წარმართვისთვის.

ამის შედეგად უკეთ ვხვდებით, რა სურს ჩვენს აუდიტორიას.

5. გამოაქვეყნეთ ექსკლუზიური და ყველასგან გამორჩეული და საინტერესო კონტენტი

არსებობს კიდევ ერთი გზა, თუ როგორ მივიქციოთ და დავიმსახუროთ ჩვენი მიმდევრების ყურადღება.

მაგალითად, შეგიძლიათ განათავსოთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები Facebook-ზე, რაც თქვენს აუდიტორიას მეტად ჩართულს გახდის.

გამოაქვეყნეთ ექსკლუზიური და ყველასგან გამორჩეული და საინტერესო კონტენტი.

6. მნიშვნელოვანია დაამყაროთ მჭიდრო ურთიერთობა აუდიტორიასთან

ურთიერთობის დამყარება თქვენს მაყურებლებთან არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ქსელს იყენებთ.

თქვენი გვერდის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად, აუცილებელია უპასუხოთ ყველა იმ შეტყობინებასა და კომენტარს, რომელსაც მიიღებთ თქვენი მაყურებლებისგან.

გააზიარეთ თქვენი ცოდნა და გაუწიეთ ხელმძღვანელობა ადამიანებს, რომლებიც სვემენ კითხვებს და მადლობა გადაუხადეთ იმაზე, თუ როგორ აფასებენ თქვენს ბრენდს.

იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მედიის ერთგული მენეჯერი ხართ, ეცადეთ თქვენს მაყურებლებს არ აუცრუოთ იმედები.

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ და მართავთ ბიზნესს, გირჩევთ გარკვეული დრო დაუთმოთ სოციალურ მედიას– ერთ საათს ან თუნდაც დღეში ნახევარ საათს შეუძლია უზარმაზარი განსხვავება მოახდინოს სოციალური ინტერაქციის მართვაში.

7. გამოიყენეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

როდესაც ვინმე ახსენებს ან ნიშნავს თქვენს ბიზნეს გვერდს რომელიმე სოციალურ ქსელში ეს თქვენს Facebook გვერდს დიდ წარმატებას ანიჭებს და უფრო პოპულარულს ხდის.

მიიღეთ კომენტარი Yelp-ისგან?

ციტირება გაუკეთეთ და მიუთითეთ ბმული თქვენს Facebook გვერდზე.

ვინმემ უკვე გამოაქვეყნა ულამაზესი სურათი Instagram-ზე თქვენი ბიზნეს გვერდიდან?

გადაუხადეთ მადლობა თქვენს მიმდევრებს და ნებართვა აიღეთ, რათა გააზიაროთ სურათები თქვენს ყველა სოციალურ ქსელში.

თქვენს მიმდევრებს კი მოეწონებათ ის, რომ მათ მადლობა გადაუხადეთ და ცდილობთ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

8. გამოიყენეთ, რაც შეიძლება მეტი კინემატოგრაფია

კინემატოგრაფია არის ანიმაციური სურათი. პრაქტიკულად, ის ჰგავს უძრავ გამოსახულებას მცირე მოძრაობით.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ ქალის სურათი სანაპიროზე ტალღებით, რეალურად მოძრაობს მხოლოდ უკანა ფონი, თუმცა წინა ფონი უცვლელი რჩება.

კინემატოგრაფია არის უზარმაზარი თვალისმომჭრელი სფერო და გამოირჩევა Facebook-ის ახალი ამბების ველში.

საფონდო ფოტო საიტები, როგორიცაა, მაგალითად, Shutterstock-ი, აქვთ კინემატოგრაფიების დიდი რაოდენობა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საკუთარ Facebook პოსტებში!

იხილეთ ჩვენი სერვისები:

თვალი გვადევნეთ Facebook გვერდზე: Brave • ბრეივი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *