brave.ge

DIGITAL MARKETING (1)

რა არის ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი ორიენტირებულია რეკლამაზე, რომელიც გადაეცემა ციფრული არხების საშუალებით, როგორიცაა საძიებო სისტემები, ვებსაიტები, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა და მობილური აპლიკაციები.

ამ ონლაინ მედია არხების გამოყენების საშუალებით, ციფრული მარკეტინგი არის ერთგვარი მეთოდი, რომლითაც კომპანიები ადასტურებენ საქონელს, მომსახურებასა და ბრენდებს.

მომხმარებლების უმეტესობა, პროდუქტების შესწავლის მიზნით, დიდწილად ეყრდნობა ციფრულ საშუალებებს.

მაგალითად, „Think with Google“-ის მარკეტინგულმა შეხედულებებმა დაადგინა, რომ მომხმარებელთა 48% კითხვებს სვამს საძიებო სისტემებში, ხოლო 33% თვალყურს ადევნებს ბრენდის ვებსაიტებს და 26% ინფორმაციას ეძებს მობილურ აპლიკაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ციფრული მარკეტინგი არის არხების უზარმაზარი სისტემა, რომლებზეც მარკეტოლოგებმა უნდა განავითარონ თავიანთი ბრენდები, ონლაინ რეკლამა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე არხები.

ციფრული მარკეტინგის ჭეშმარიტი პოტენციალის მისაღწევად, მარკეტოლოგებმა უნდა შეისწავლონ დღევანდელი უკიდეგანო და რთული არხების სამყარო, რათა აღმოაჩინონ სტრატეგიები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებლების ჩართულობაზე.

ჩართულობის მარკეტინგი არის პოტენციურ მომხმარებლებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ფორმირების ერთ-ერთი მეთოდი.

გარდა ამისა, ციფრულ მარკეტინგში მომხმარებლების ჩართულობა გაძლევთ საშუალებას განავითაროთ თქვენი ბრენდის ცნობადობა.

მრავალარხიანი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განხორციელება მარკეტერებს აძლევს საშუალებას მოიძიონ ღირებული ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის ქცევებზე.

Invesp-ის ანგარიშების თანახმად, კომპანიები, რომლებსაც აქვთ შემუშავებული მომხმარებელთა ჩართვის ძლიერი სტრატეგიები, ინარჩუნებენ თავიანთი მომხმარებლების საშუალოდ 89%-ს.

რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის სამომავლო გეგმებს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი მოწყობილობების მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, სოციალური მედია გახდება B2B სივრცეში სულ უფრო დისკუსიებზე ორიენტირებული; ვიდეო კონტენტი კი დაიხვეწება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) განვითარების მიზნით და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი კიდევ უფრო პერსონალიზირებული გახდება.

cifruli-marketingi

პრობლემები, რომელსაც ციფრული მარკეტინგი ხვდება

ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი მარკეტინგული სტრატეგიების ოპტიმიზაციაში.

ციფრული მარკეტინგი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ თქვენს აუდიტორიას, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ შესახებ და მიაწოდოთ მეტრიკა, რომელიც თქვენს მარკეტინგულ გუნდს უფრო სანდოს გახდის.

  • პრობლემა: კარგად არ ვიცნობ ჩემს აუდიტორიას

თქვენი აუდიტორიის გაცნობას გარკვეული დრო ჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მარკეტინგულ გუნდს შეიძლება ჰქონდეს თითოეული ადამიანის მონაცემები, მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად ატარებენ დროს ონლაინ სივრცეში, შეიძლება არ მოიქცნენ ისე, როგორც თქვენ ისურვებდით.

მოერგეთ თქვენს აუდიტორიას და ჩამოაყალიბეთ ნდობა თქვენს მომხმარებლებთან, რაც კონკურენტებისგან მეტად გამორჩეულს გაგხდით.

  • პრობლემა: SEO-სთვის არხების ოპტიმიზაცია არ მაქვს გაკეთებული

მარკეტინგის პროცესში, თქვენი პოზიციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია SEO-ს პრაქტიკის ჩართულობა.

საძიებო სისტემებში, რეიტინგის გაუმჯობესებასთან ერთად, SEO-ს შეუძლია გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს თქვენი კამპანიის ტესტირებასა და ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოთ მაღალი ხარისხის, ღირებული კონტენტის მიწოდებით, რაც თქვენი პოტენციური კლიენტების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის.

  • პრობლემა: არ მაქვს შემუშავებული სოციალური მედიის სტრატეგია

იმისდა მიუხედავად, გსურთ თუ არა ორგანული სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება, მნიშვნელოვანია სოციალური მარკეტინგის გარკვეული ფორმის შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრენდინგისა და ჩართულობის გასავითარებლად და გასაძლიერებლად, ის ასევე შეიძლება იყოს აუცილებელი და საჭირო ციფრული მარკეტინგის რეკლამის გასაშვებად.

იყავით მომთმენი და გაითვალისწინეთ, რაც უფრო გაიზრდება თქვენი ცნობადობა, მით უფრო გაიზრდება თქვენი რეკლამების გავლენაც მომხმარებლებზე.

  • პრობლემა: მარკეტინგული გუნდები დაჯგუფებულია

მნიშვნელოვანია ჯგუფებად დავყოთ გუნდი, რათა შევქმნათ მოხერხებული და თხევადი სტრუქტურა.

თითოეული სოციალური ქსელი და არხი მოიცავს სხვადასხვა აუდიტორიას, ამიტომ მარკეტინგული ძალისხმევა შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს თითოეული მათგანისთვის.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტონი, გამოსახულება და დრო, როდის უნდა გამოაქვეყნოთ პოსტი.

  • პრობლემა: CMO-ს მხრიდან ზეწოლის ქვეშ ვარ

ციფრული მარკეტინგი მხარს უჭერს მეტრიკას, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ეფექტურობის დასადგენად.

თითოეული შემთხვევა დამოკიდებული იქნება თქვენი აუდიტორიის შემადგენლობაზე.

ამის გათვალისწინებით, საჭიროა დაიწყოთ თქვენი მიზნების განხორციელება თითოეულ არხზე და დააყენოთ მეტრიკა, რაც კარგად აისახება თქვენს CMO-ზე.

ციფრული მარკეტინგის კომპონენტები

ციფრული მარკეტინგი მოიცავს მასიურ ქსელს, რომელსაც მომხმარებლები ხშირად გამოიყენებენ.

ამ არხების გამოსაყენებლად, უნდა გესმოდეთ თითოეული კომპონენტის:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO):

SEO არის თქვენი ვებსაიტის კონტენტის, ტექნიკური დაყენებისა და წვდომის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი გვერდების საძიებო სისტემის შედეგის ზედა ნაწილში გამოჩენას.

გარდა ამისა, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული ორგანული ონლაინ ტრაფიკი დიდ გავლენას ახდენს საძიებო რეიტინგზე.

ქეივორდებისა და ფრაზების საშუალებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ SEO, რათა მასიურად გაზარდოთ ხილვადობა და შეინარჩუნოთ მომხმარებელთან ხანგრძლივი ურთიერთობა.

ძლიერი SEO სტრატეგიები დიდ გავლენას ახდენს ციფრული მარკეტინგის კამპანიებზე, რადგან ხილვადობა პირველი ნაბიჯია მომხმარებელთან ხანგრძლივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

  • კონტენტ მარკეტინგი:

ეფექტური კონტენტ მარკეტინგი არ არის გარეგნულად სარეკლამო ხასიათის, არამედ ემსახურება იმ მომხმარებლებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას.

ის თუ რას სთავაზობთ თქვენს აუდიტორიას, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარმატებული ლიდერი ხართ.

თვითმართული მყიდველის ეპოქაში, კონტენტ მარკეტინგი სამჯერ მეტ პოტენციალს იღებს, ვიდრე ფასიანი საძიებო რეკლამა.

  • სოციალური მედიის მარკეტინგი:

ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგი არ ითვალისწინებს მხოლოდ აქტიური სოციალური მედიის ანგარიშების მართვას.

თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ სოციალური მედიის ელემენტები თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ყველა ასპექტის გასაუმჯობესებლად, რათა რაც შეიძლება მეტი გაზიარების მოხდენის შესაძლებლობა გქონდეთ თქვენს თანატოლებთან.

რაც უფრო მეტად დაინტერესებულია თქვენი აუდიტორია, რომ ჩაერთოს თქვენს კონტენტში, მით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ისინი გააზიარებენ მას, რაც კარგ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მომხმარებლებზე და ბიზნესზე.

  • Email მარკეტინგი:

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ელექტრონული ფოსტა კვლავ არის ყველაზე სწრაფი გზა კლიენტებისგან კრიტიკული ინფორმაციის მისაღებად.

დღესდღეობით, წარმატებული ელექტრონული ფოსტის კამპანიები უნდა იყოს წარმოუდგენლად მიმზიდველი, ინფორმატიული და გასართობი, რათა არ დაკარგონ მომხმარებლების უზარმაზარი რაოდენობა.

წარმატების მისაღწევად, თქვენი მარკეტინგული ელექტრონული წერილი უნდა აკმაყოფილებდეს ხუთ ძირითად კომპონენტს.

თქვენ მიერ დაწერილი წერილი უნდა იყოს სანდო, კოორდინირებული და სტრატეგიული.

  • მობილური მარკეტინგი:

მობილური მოწყობილობები ინახება ჩვენს ჯიბეებში, განთავსებულია ჩვენს საწოლებთან და მუდმივად გამოიყენება მთელი დღის განმავლობაში.

მობილური მარკეტინგი წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მომხმარებელთა ორ მესამედს შეუძლია გაიხსენოს კონკრეტული ბრენდი, რომელიც მობილურ აპლიკაციაში იყო რეკლამირებული.

SMS, MMS და აპლიკაციების-შიდა მარკეტინგი არის საკმაოდ ეფექტური, რათა მიაწვდინოთ ხმა თქვენს კლიენტებს მაგრამ ამის გარდა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის კოორდინაცია ციფრული მარკეტინგის სხვა არხებზე.

  • მარკეტინგის ავტომატიზაცია:

მარკეტინგის ავტომატიზაცია არის პლატფორმა, რომელიც მოიცავს მთელ თქვენს ციფრულ მარკეტინგს.

მარკეტინგის ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს მარკეტინგულ ამოცანებს და სამუშაო პროცესს, აანალიზებს შედეგებს და თქვენი ციფრული კამპანიის ROI-ს, რაც დაგეხმარებათ შემოსავლების უფრო სწრაფად გაზრდაში.

მარკეტინგის ავტომატიზაცია დაგეხმარებათ მიიღოთ თვალსაჩინო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამები მუშაობს და რომელი არა, და ის მოგაწვდით მეტრიკას, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ ციფრული მარკეტინგის ძალისხმევაზე.

წარმატებული ციფრული მარკეტინგის პროგრამირების ROI

ციფრული მარკეტინგის ROI მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე სტანდარტული ბანერი, ორგანული კონტენტ მარკეტინგი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ციფრული მარკეტინგის სივრცეში.

  • ციფრული მარკეტინგი მომხმარებელს რეკლამების მიღმა აღწევს.

ინტერნეტის მომხმარებელთა 70 პროცენტს სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია პროდუქტების შესახებ, არა ტრადიციული რეკლამის მეშვეობით, არამედ კონტენტის.

  • ციფრული მარკეტინგი არის კონტენტ მარკეტინგის მამოძრავებელი ძალა.

B2B კონტენტ მარკეტინგის საუკეთესო ტაქტიკა არის სოციალური მედიის კონტენტი (92%), ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი (83%), სტატიები თქვენს ვებსაიტზე (81%), ბლოგები (80%) და სხვა მოვლენები (77%).

  • ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს SEO-სთვის

პირველი ორგანული ძიების შედეგები Google-ის ანგარიშზე შეადგენს საძიებო ტერმინის ტრაფიკის წილის 32,5%-ს.

თქვენი ციფრული მარკეტინგის პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია

პირველ რიგში, აუცილებელია თქვენი აუდიტორიის მიზნების დადგენა და ციფრული მარკეტინგის პროგრამის გაშვება.

ნაბიჯი 1: თქვენი აუდიტორიის დადგენა და სეგმენტირება

დღესდღეობით, მყიდველების უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას პერსონალიზებული გამოცდილების მქონე პროფესიონალისგან კონსულტაციის მიღებას.

ამისათვის საჭიროა გაითვალისწინოთ მათი დემოგრაფიული, ფირმოგრაფიული და ტექნოგრაფიული დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები.

ნაბიჯი 2: დაისახეთ მიზანი და შეამუშავეთ სტრატეგია

გამოიყენეთ აუდიტორიის მონაცემები პერსონალის დასადგენად, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია მათი ყიდვა-გაყიდვების შესახებ.

ნაბიჯი 3: გამოიყენეთ სასურველი ტექნიკა და არხები

გააერთიანეთ თქვენი გუნდი, გააცანით თქვენი მიზნები და აჩვენეთ, თუ როგორ გამოიყენება მათი არხები ციფრულ მარკეტინგში.

ნაბიჯი 4: გაშვება და ოპტიმიზაცია

ციფრული მარკეტინგი პირველ რიგში გამოიყენება პროდუქტის შეძენისა და მომხმარებელთა ერთგულების შესანარჩუნებლად.

რეგულარულად გააკონტოლეთ მეტრიკა, რათა ზუსტად იცოდეთ რა გამოგდით კარგად და სად გჭირდებათ დამატებითი მუშაობა.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

თვალი გვადევნეთ Facebook გვერდზე: Brave • ბრეივი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *