brave.ge

გაზარდე ბიზნესი (1)

გრაფიკული დიზაინი – როგორ ეხმარება ის თქვენს ბიზნესს?

თუ ახალი ბიზნესის მფლობელი ხართ, მაშინ გრაფიკული დიზაინი არის სამყარო, რომელშიც უნდა შეაბიჯო! გრაფიკული დიზაინი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ვიზუალური კუთხის შენარჩუნებას; ის ამყარებს მჭიდრო ურთიერთობას თქვენს აუდიტორიასთან.

ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით გრაფიკულ დიზაინს ბილბორდების, ფლაერების, ბროშურების, სოციალური მედიის რეკლამების, ვებსაიტებისა და სანიშნეების საშუალებით.

ვიზუალური კომუნიკაცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს თქვენი ბიზნესის მარკეტინგის გაუმჯობესებაში. მოდით, გამოვიკვლიოთ 10 ძირითადი ფაქტორი, თუ როგორ დაეხმარება გრაფიკული დიზაინი თქვენს ბიზნესს:

1. ზრდის ბრენდის ცნობადობას

„Nike“-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რაც მეტყველებს გრაფიკული დიზაინის გაწეულ შრომაზე. ბრენდის ცნობადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია კომუნიკაცია თქვენს მომხმარებლებთან. ძლიერი ვიზუალური მხარე თქვენი მომხმარებლების ყურადღებას უფრო მეტად იპყრობს.

ყველაფერი, ლოგოს დამზადებიდან დაწყებული ფლაერებით და ბროშურებით დამთავრებული, აძლიერებს და აუმჯობესებს თქვენს ბრენდს და აიძულებს თქვენს მომხმარებლებს იმოქმედონ. ამ სტატიაში იხილავთ მეტ რჩევას გრაფიკული დიზაინის შესახებ.

2. ინახავს დროსა და ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში

არასასურველი გრაფიკული დიზაინი ცუდად მოქმედებს თქვენი ბიზნესის ბიუჯეტზე.

რა სარგებლობა მოაქვს ფლაერს, თუ ის იმდენად გადატვირთული და ცუდად შემუშავებული არის, რომ მკითხველს არ აქვს კითხვის სურვილი მანამ, სანამ არ იპოვის საჭირო დეტალებს, როგორიცაა თარიღი, დრო და ადგილი?! დაზოგეთ დრო და ფული გრაფიკული დიზაინის სფეროში ინვესტიციის გაკეთების დახმარებით. ცუდად შემუშავებული ვიზუალური მხარეები არა მხოლოდ აშორებს მომხმარებელს თქვენი ბიზნესიდან, არამედ გახარჯინებთ ფულს მის შეკეთებაში.

კარგად შემუშავებული გრაფიკული დიზაინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ონლაინ სამყაროს განვითარებაში. კომპანია „Apple“ არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც აქვს დამახასიათებელი გრაფიკული დიზაინის სტილი.

3. გრაფიკული დიზაინი ზრუნავს თქვენი ბრენდის ვიზუალურ მხარეზე

ბრენდის ვიზუალური მხარე არის დამოკიდებული ფერებზე, შრიფტზე, ლოგოებზე, გრაფიკულ ელემენტებსა და სტილისტურ ფოტოებზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მხარე თქვენი ბრენდისთვის? თქვენს მომხმარებლებს უნდა შეეძლოს თქვენი ბრენდის ამოცნობა. ამის შედეგად, თქვენი მომხმარებლების თვალში მოიპოვებთ დამსახურებულ ნდობას.

4. ზრდის თანამშრომლების მორალს, სიამაყესა და პროდუქტიულობას

პროფესიონალური ბრენდის შექმნის დახმარებით, გრაფიკული დიზაინი აძლიერებს თანამშრომლების მორალს, სიამაყესა და პროდუქტიულობას. თანამშრომლები, სავარაუდოდ, ფულს ჩადებენ ისეთ რამეში, რისი უკან დაბრუნებაც იქნება შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს თანამშრომლებს სჯერათ თქვენი ბიზნესის, მაშინ მომხმარებლებსაც სჯერათ.

5. კონკურენტებისგან მეტად გამორჩეულს და უნიკალურს გაგხდით

მიმზიდველი გრაფიკული დიზაინის მქონე კომპანია კონკურენტებისგან გამოირჩევა მოსაწყენი ან ცუდად შესრულებული გრაფიკით. გრაფიკული დიზაინერები აანალიზებენ და აკვირდებიან თქვენი კონკურენტების ვიზუალურ მხარეს.

თუ, მაგალითად, თქვენს კონკურენტს მოსაწყენი და ბუნდოვანი ფერი აქვს გამოყენებული, თქვენი გრაფიკული დიზაინერები, ლოგიკურია, აირჩევენ უფრო ნათელ ფერებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინდუსტრია ან კომპანია, ფსიქოლოგიური კუთხის თვალსაზრისით, იყენებს ლურჯ ფერებს ლოგოს დასამზადებლად, სხვა დიზაინერებს შეუძლია გამოიყენონ თქვენგან განსხვავებული ტონალობა და ფერები, თუმცა კვლავ გაითვალისწინონ ის ფსიქოლოგიური მხარე, რომელსაც ვეყრდნობით.

ავტორი სტივენ ბრედლი აცხადებს, „ადამიანებს აქვთ მიმზიდველობის მიკერძოება; ჩვენ ლამაზ ნივთებს უკეთესად აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არ ვიცით უკეთესია თუ არა ის სინამდვილეში. ჩვენ, ადამიანები, ლამაზ ნივთებს უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებთ და გვჯერა, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთი უკეთ ფუნქციონირებს.”

6. გრაფიკული დიზაინი აუმჯობესებს და აძლიერებს პროფესიონალიზმს

გრაფიკული დიზაინის სფეროში ინვესტიციის გაკეთება და ფულის ჩადება მეტყველებს თქვენი ბიზნესის სერიოზულ განზრახვებზე. ენდობით თუ არა მოუწესრიგებელ და უხარისხო რეკლამას, რომელიც წარმოგვიდგენს ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტს? სავარაუდოდ არა. ე.წ. “Design Hill”-ი აცხადებს, რომ ლოგოს დიზაინი, რომელიც ესთეტიურად გამოიყურება, ბევრს მეტყველებს მისი კომპანიის ბიზნესზე. სტრატეგიულად დამზადებული ლოგო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომპანია პროფესიონალურად მართავს თავის ყოველდღიურ საქმეს.

ეს კი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებისთვის.

7. ამარტივებს რთულად გასაგები შინაარსის კითხვაობას და აუმჯობესებს სტრუქტურას

ინფოგრაფიკის გამოყენების საშუალებით, თქვენს ბიზნესს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ზოგიერთი ბიზნესი მოითხოვს უამრავი ინფორმაციის მიწოდებას და მომხმარებლების გათვითცნობიერებასა და განვითარებას. გრაფიკული დიზაინი უზრუნველყოფს ინფორმაციის ადვილად მონელებასა და ათვისებას.

ინფოგრაფიკა არის შესანიშნავი გზა ინფორმაციის დიდი ნაწილის მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღების დიაპაზონი სულ უფრო მცირდება – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიზუალური კომუნიკაცია არის ამ პრობლემის ერთადერთი გამოსავალი. „Design Pickle“-ი განმარტავს: ”თუ თქვენ ოდესმე სწავლობდით ახალ ენას როზეტა სთოუნთან ერთად, თქვენ, სავარაუდოდ, განიცადეთ ე.წ. ვიზუალის გამოყენების ფენომენი გაგებისა და დამახსოვრების გასაღრმავებლად. წარმატების საიდუმლო, როზეტა სტოუნის ვებსაიტის თანახმად, არის ნიმუშების აღმოჩენა ვიდრე წესების დაზეპირება.

8. ინარჩუნებს მომხმარებლის ნდობას

ახლად დაარსებულმა მცირე ბიზნესმა ნდობის ნიშნად დაუყოვნებლივ უნდა დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა თავის მომხმარებლებთან. ეს ფაზა კი წარმოდგენილია, როგორც „ბრენდის ერთგულება“. სტრატეგიული, ესთეტიურად სასიამოვნო და კარგად დამუშავებული ლოგო თქვენი მომხმარებლების ნდობას ზრდის.

9. აქვს დარწმუნების ძალა

პროფესიონალურად შესრულებული გრაფიკული დიზაინის უპირატესობა არის დარწმუნების შესაძლებლობა. მაგალითად, წამში გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რომელი პროდუქტი ვიყიდოთ მაღაზიაში, დამოკიდებულია უშუალოდ შეფუთვაზე. პროდუქტის შეფუთვა დიდ როლს თამაშობს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებაში. ბიძია სემის პოსტერი “We Want You” არის გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ეს პოსტერი იყო საკმაოდ წარმატებული, რადგან მკითხველებს აძლევდა უდიდეს მოტივაციას წასულიყვნენ წინ და მიეღოთ შესაბამისი ზომები.

10. გვიამბობს თქვენი ამბის შესახებ

გრაფიკული დიზაინი მეტ ინფორმაციას გვაწვდის თქვენი ბრენდის შესახებ, და არა მარტო.

ფერისა და შრიფტის სტილის არჩევა მეტყველებს ადამიანების ემოციებსა და განცდებზე.

თქვენი ამბავი მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლებს აინტერესებთ, თუ რატომ სურთ იმ პროდუქტებისა და სერვისის შეძენა; ხშირად ეს ამბები გადამწყვეტ როლს თამაშობს.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

თვალი გვადევნეთ Facebook გვერდზე: Brave • ბრეივი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *