სოციალური მედია გთავაზობთ ბევრ სარგებელს, მაგრამ ის ასევე ეხმარება თქვენს განვითარებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, SEO-ს ჩათვლით.
ბიზნესის უმეტესობამ ისწავლა სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე აქტიურობის მნიშვნელობა. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს სოციალურ მედიაზე, როგორც დამოუკიდებელ ერთეულზე და არა რაღაცაზე, რაც გავლენას ახდენს მათი ციფრული მარკეტინგის ფართო მასშტაბიან განვითარებაზე.
მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიცოდეთ სოციალური მედიის და ცალკე საძიოებო სისტემის ოპტიმიზაციის მნიშვნელობაზე, ამ ორის კავშირი ზოგჯერ რთული გასაგებია.
სოციალური მედიისა და SEO-ს ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ვებსაიტის სოციალური პროფილები პირდაპირ და მიზეზობრივ გავლენას არ ახდენს ამ საიტის რეიტინგზე, ყველაფერი არც ასე მარტივადაა.
სოციალური მედიისა და SEO-ს ისტორია გვიჩვენებს ამ თემის განსხვავებულ ზონას.
ჯერ კიდევ 2010 წელს, დენი სალივანმა განაცხადა, რომ Google-ს ჰქონდა „სოციალური სიგნალები“, რაც ეხმარება მას მიიღოს რეალური შედეგები რეიტინგში.
სინამდვილეში, Matt Cutts-მა , რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა Google-ის ვებ სპამის გუნდს, გამოაქვეყნა განცხადება „სოციალური გვერდები, როგორც სარეიტინგო სიგნალები“.
მაგრამ ამბავი ამით არ მთავრდება.
2014 წელს Cutts-მა შეცვალა თავისი განცხადებები და თქვა, რომ Google არ განიხილავს სოციალური მედიის პროფილებს, როგორც რეიტინგის სიგნალებს, საკუთარი ორგანულ ძიების შედეგებში.
ორი წლის შემდეგ, Google Webmaster Trends-ის ანალიტიკოსმა Gary Illyes-მა დაადასტურა Cutts-ის 2014 წლის განცხადება.
დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ სიგნალებს აქვთ ურთიერთობა ორგანულ რეიტინგებთან, მაგრამ ისინი პირდაპირ გავლენას არ ახდენენ ამ რეიტინგებზე.
დაკვირვება გვიშვენებს, რომ Google აფასებს ვებსაიტებს ძლიერი სოციალური პროფილებით, მაგრამ ეს პროფილები პირდაპირ გავლენას არ ახდენენ ამ რეიტინგებზე. ამ ვებსაიტებმა მთლიანობაში კარგად უნდა იმოქმედონ მაღალი რანგის დასაკავებლად.
როგორ ეხმარება სოციალური მედია SEO-ს?
სოციალური მედია არ არის რეიტინგის ფაქტორი, ამიტომ ის პირდაპირ არ დაეხმარება თქვენს რეიტინგს, ამის მოლოდინი არც უნდა გქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორს შორის პირდაპირი რანჟირების კორელაცია არ არსებობს, სოციალური მედიის სარგებელი SEO-ში მაინც გასათვალისწინებელია.
თუ თქვენ ცდილობთ გააუმჯობესოთ თქვენი SEO, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება სოციალურ ქსელებშიც.
აი რატომ.
შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კონტენტის გაზიარება.
თუ თქვენ არ იყენებდით სოციალურ მედიას თქვენი კონტენტის გასაზიარებლად, თქვენ ხელიდან იშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას. სოციალური პლატფორმები მნიშვნელოვანი ადგილებია თქვენი ბიზნესის მიერ წარმოებული ნებისმიერი ტიპის კონტენტის გასაზიარებლად.
როდესაც თქვენ განათავსებთ რაიმეს თქვენს ვებსაიტზე და არ გაივლით ნაბიჯებს მის გასაზიარებლად, ის უბრალოდ იქ იჯდება უმოქმედოდ.
თქვენ ალბათ ბევრი იშრომეთ მის შექმნაზე. მისი არ გაზიარება კი ნამდვილად დანაშაულია.
სოციალური მედია გაძლევთ წვდომას ბევრად უფრო ფართო აუდიტორიაზე, ვიდრე გაქვთ ვებსაიტზე.
საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტი ადამიანი ეწვევა თქვენს საიტს, მით უფრო მეტ მომხმარებელთა სიგნალს იღებს და ეს სარგებელს მოუტანს თქვენს საძიებო რეიტინგსაც. გავლენა არაპირდაპირია, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს.
არსებობს მეტი შესაძლებლობა ბექლინკების მოსაპოვებლად
თქვენს კონტენტზე მეტი ტრაფიკისთვის არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ გააზიაროთ იგი სოციალურ მედიაში.
Backlink-ები არის SEO-ს დიდი ნაწილი.
დიდებული კონტენტი ნამდვილად იმსახურებს Backlink-ებს, თუ არ აქვს ეს კიდევ ერთი შეცდომაა. ადამიანები, რომლებმაც თქვენი კონტენტი სოციალური ქსელის საშუალებით აღმოაჩინეს, ხშირად თვლიან, რომ ის ღირებული იყო და უჩნდებათ სურვილი გაზიარების. ისინი ცდილობენ ეს სიამოვნება გაუგზავნონ/გაუზიარონ სხვებსაც.
კონტენტი ადვილად ვრცელდება სოციალური მედიის საშუალებით, მაშინაც კი, თუ არ გყავთ მიმდევრების დიდი რაოდენობა. საკმარისია მხოლოდ ერთი ადამიანი დაგიკავშირდეს, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ეს.სოციალური მედია შესანიშნავი ადგილია ამის დასაწყებად.
სოციალურ პროფილებს შეუძლიათ საძიებო ტერმინების რანჟირება
როდესაც ადამიანები ეძებენ თქვენს კომპანიას ბრენდირებული საძიებო ტერმინების გამოყენებით, თქვენს სოციალურ პროფილებს აქვთ შანსი, მოხვდნენ თქვენს ვებსაიტთან ერთად.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შესაძლებლობები ბრენდირებული ძიებების რეიტინგისთვის, რატომაც არა?
ხალხი ეძებს თქვენს ბრენდს, ამიტომ ისინი უკვე დაინტერესებულნი არიან იმით, რასაც თქვენ სთავაზობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას, ვინც ეძებს თქვენს ბრენდს, სურს თქვენს ვებსაიტზე შესვლა, ასევე არის ბევრი, ვისაც სურს ნახოს ის, რაც გაქვთ სოციალურ მედიაში. თქვენი სოციალური მედიის პროფილებს შეუძლია დაინტერესების გაზრდა მომხმარებელში, ისინი მიიღებენ დამატებით ინფორმაციას რაც შეიძლება არ იყოს თქვენს ვებსაიტზე. ზოგისთვის კი უბალოდ კომფორტის ადგილია სოციალური სივრცეებში რაიმეს მოძებნა.
თქვენ მიაღწევთ მეტ ტრაფიკს თქვენს ვებსაიტზე
SEO-ს საბოლოო მიზანი, როგორც წესი, არის ხილვადობის გაზრდა და მეტი ვიზიტორის მოყვანა თქვენს ვებსაიტზე. ამასთან, თქვენი ვებსაიტის რანგის გაზრდა არ არის ერთადერთი გზა თქვენს ვებსაიტზე მეტი ტრაფიკის მოსაზიდად.
სოციალურ მედიაში აქტიური დარჩენით და იმ კონტენტის გამოქვეყნებით, რომელსაც თქვენს აუდიტორიას სურს ნახოს, შეგიძლიათ მეტი ტრაფიკი შემოიტანოთ თქვენს ვებსაიტზე.
ამდენი ხალხით დღეს სოციალურ მედიაში, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია სადღაც იქ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა ვერ გაიგეს თქვენი ბიზნესის შესახებ მხოლოდ ძიების შედეგებით, მაგრამ შეუძლიათ ისარგებლონ თქვენი პროდუქტებით ან სერვისებით.
თუ თქვენ მხოლოდ ახლა იწყებთ SEO-ს, სოციალური მედია ასევე დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მოზიდვაში.
SEO-ს შეიძლება თვეები დასჭირდეს შედეგის საჩვენებლად და სანამ იცდით ვერ იღებთ საჭირო ტრაფიკსაც კი.
ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ვებსაიტზე ვიზიტორების მოზიდვას, სწავლა, თუ როგორ გამოიყენონ სოციალური მედია ვიზიტორების მოსაზიდად, შეიძლება იყოს ყველაზე საჭირო სტიმული.
კარგი სოციალური პროფილები ამყარებენ ნდობას
SEO-ში ინვესტირების ერთ-ერთი მიზეზი არის თქვენს აუდიტორიას შორის ნდობის დამყარება.
დღეს მომხმარებელს აქვს უამრავი ვარიანტი. რამდენადაც კარგია მაღალკონკურენტიანი გარემო და მეტი ბიზნესი, იმდენადვე ართულებს საკითხებს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ საუკეთესო არჩევანის გაკეთებას.
არსებობს ბევრი ბიზნესი, რომელიც არ არის სანდო და ვერაფერს მიაწვდის მომხმარებლებს, ამიტომ ხალხი ძალიან ფრთხილია იმ ბიზნესების მიმართ, რომლებსაც ირჩევენ.
ბიზნესის უმეტესობას ახლა აქვს სოციალური მედიის პროფილები და ხალხი მოელის იქ ლეგიტიმური ბიზნესის ხილვას. ცუდი ან არარსებული სოციალური მედია შეიძლება იყოს წითელი დროშა მომხმარებლებისთვის.
თუ თქვენ იყენებდით SEO-ს აუდიტორიასთან ნდობის დამყარებაში და თქვენი ონლაინ რეპუტაციის გასაძლიერებლად, სოციალური მედია შეიძლება იყოს უზარმაზარი აქტივი.
ეს გაძლევთ შანსს თქვენი ბრენდის ჰუმანიზაციისთვის.
დასკვნა
ყველაფერი, რასაც თქვენი ბიზნესის ონლაინ წარმატებისთვის აკეთებთ, ერთად უნდა მუშაობდეს. SEO და სოციალური მედია ორივეს აქვს ცალ-ცალკე სარგებელი ბიზნესისთვის, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ეფექტურია, როდესაც ერთობლივად მუშაობენ.
თქვენი ბიზნესისთვის სოციალური მედიის პროფილების ქონამ შეიძლება ავტომატურად არ იმოქმედოს SEO-ზე, ამიტომ დააკვირდით და ეცადეთ ერთად აამუშაოთ ორივე.