brave.ge

სოციალური მედიის უპირატესობები ბიზნესისთვის

თანამედროვე სამყაროში, ბიზნესის განვითარებაში სოციალური მედიის წვლილი ძალიან დიდია. გახსოვთ, როცა ხალხი ამბობდა, რომ სოციალური მედია უბრალოდ მოდა იყო? მის ძალაში უკვე დავრწმუნდით – ის აგრძელებს ზრდას ისე, რომ დასასრული არ უჩანს.ცალკე პერიოდი დაგვჭირდა იმის გასააზრებლად თუ რამდენად მომგებიანია ის ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ მოგიყვებით იმ მიზეზებზე, რაც გვაჩვენებს სოციალური მედიის უპირატესობებს ბიზნესის მიმართულებით.

ცალკე პერიოდი დაგვჭირდა იმის გასააზრებლად თუ რამდენად მომგებიანია ის ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ მოგიყვებით იმ მიზეზებზე, რაც გვაჩვენებს სოციალური მედიის უპირატესობებს ბიზნესის მიმართულებით.

უფრო სწრაფი და მარტივი კომუნიკაცია

მომხმარებლებს შეუძლით კომპანიებთან კომუნიკაცია ახლა უფრო სწრაფად და მარტივად, ვიდრე ოდესმე იყო შესაძლებელი. ბიზნესებს ასევე შეუძლიათ მიიღონ, განიხილონ და უპასუხონ მომხმარებელთა საჩივრებს უფრო სწრაფად და მარტივად.

გარდა მომხმარებლებთან კომუნიკაციისა, ბიზნესები დღის მანძილზე უკავშირდებიან სხვადასხვა პარტნიორებს, ახლა უკვე ტელეფონის გარეშე.  მიზეზი ისაა რომ  უფრო მეტი ადამიანი და ბრენდი იყენებს სოციალური მედიის პლატფორმებს კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ბიზნესისთვის.

სოციალური მედია ხდის თქვენს ბრენდს უფრო რელატიურს

სოციალური მედიის ერთ-ერთი უდიდესი თვისება არის მისი უნარი, ჰუმანიზაცია გაუწიოს იმ ბრენდებს, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად იყენებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ადამიანური ინსტინქტია ვიზრუნოთ და დავეყრდნოთ ერთმანეთს. ყოველ დღიურად ვუცხადებთ ნდობას სკოლებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ინჟინრებს  და სხვადასხვა ექსპერტებს. ვუზიარებთ და ვაძლევთ რეკომენდაციებს.

სოციალური მედია გვაძლევს საშუალებას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ბევრად დიდ აუდიტორიას, გავცეთ და მივიღოთ რჩევები.

სივრცე კონტენტის პოპულარიზაციისთვის

ბრენდის ჰუმანიზაციის ერთ-ერთი გზა არის ხარისხიანი კონტენტის  პოპულარიზაცია. თავდაპირველ ეტაპზე თუ სირთულეები გადაულახავი გეჩვენებათ, ღრმად ამოისუნთქეთ გონება გაათავისუფლეთ და დაიწყეთ საკიტხის გამარტივება.

დაიწყეთ უფასოდ:

რეკლამა

აჩვენეთ რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი, რა ხდის მას უნიკალურს და დასამახსოვრებელს და რა უბიძგებს თქვენს ბრენდს იბრძოლოს საკუთარი მიზებისთვის და წარმატებისთვის.

იფიქრეთ ყუთის მიღმა

თქვენს კომპანიაში გიჟური ყოველდღიური რუტინის ვიდეო შეიძლება იყოს შესანიშნავი ხედვა იმის შესახებ, თუ რა უწყობს ხელს თქვენს ბრენდს შეინარჩუნოს წარმატება.

იდეები უსასრულოა

მაგრამ შეინახეთ ისინი თქვენი აუდიტორიისთვის და დაიმახსოვრეთ კლიენტებთან ურთიერთობა და მათთვის ხარისხიანი პროდუქტის შექმნა აუცილებლად იმუშავებს ბრენდის პოპულარიზაციაზე.

რეპუტაციის მენეჯმენტი

იმაზე ყველა ვთანხმდებით რომ კონტენტის პოპულარიზაცია ბრენდს აძლევს საშუალებას მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი მომხმრებელი. ასე დროს სიმპათიები კონკრეტული კომპანიის მიმართ ხშირ შემთხვევაში მდგარდი და მიმდევრულია.

როცა კომპანია ერთი და იგივე მდგომარეობას დიდხანს ინარჩუენბს შესაძლოა მისი ეფექტურობა და ხარისხი შემცირდეს. რატომ? მათ არ აქვთ „ცუდი“ გამოცდილებები, რასაც შემდგომ გამოასწორებენ და გააუმჯობესებენ. სოციალური სივცე გვაძლევს საშუალებას მოვისმინოთ საჩივრები, გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან და ვიზრუნოთ ბრენდის სტაბილურობაზე „ცუდ“ გამოცდილებებთან ერთად.

ქსელი და პარტნიორობა

ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ადამიანები ვაკეთებთ.

სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, სამეგობრო წრე, ორგანიზაციები და ყველა სხვა სფერო, სადაც გუნდური მუშაობა და ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი და გამარტივებული გახდა სოციალური ქსელების მეშვეობით.

დღეს, სოციალური მედია ბევრად უფრო ნორმალიზებულია, მაგრამ როდესაც Twitter პირველად გახდა პოპულარული, განსაკუთრებით უცნაური იყო კინოვარსკვლავებთან, სპორტსმენებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან გამარტივებული ურთიერთობა.

გაზარდეთ ვებსაიტის ტრაფიკი

სოციალური მედიის მიზანია მიაღწიოს სხვადასხვა აუდიტორიას პერსონალურად, სასარგებლო და გასართობი გზით. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ორიენტირებული იყოს უშუალოდ პოტენციურ მომხარებელზე, რომლებთანაც შესაძლოა აქამდე არ გქონიათ შეხება.

ეს კარგად მუშაობს ბრენდის განვითარებაზე მაშინ, როცა ყველაფერი კეთდება სწორად.
ეს ასევე არის კიდევ ერთი გზა მომხმარებლები და პოტენციური მომხმარებლები ესტუმრონ კომპანიის ვებსაიტს.
გაქვთ Facebook-ზე ან YouTube-ზე გამოქვეყნებული ვირუსული ვიდეო ექსკლუზიური ამბით? გაგზავნეთ ხალხი ვებსაიტზე ახსნა-განმარტების და დეტალების სანახავად.

იქნებ გაქვთ ახალი პროდუქტი, რომელსაც სრულად არ აჩვენებთ ინსტაგრამზე? განათავსეთ ვებსაიტზე, რათა ადამიანებმა შეძლონ მისი სრულად აღქმა და იცოდნენ, რომ არ ცდებიან არჩევანში.

სხვადასხვა გზები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები გადავიყვანოთ ვებსაიტზე, სადაც ყველაფერს ნახავენ დეტალურად. დაე, სოციალური მედია იყოს მანქანა, რომელიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში.

მომხმარებელთა კავშირი

ბიზნესის, გაყიდვებისა და მოგების სამყაროში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი ინდუსტრია და ვის მიმართავთ მარკეტინგისთვის, აქცენტი ნამდვილად უნდა იყოს მომხმარებელზე.

წარმატება, როგორც ციფრულად, ისე ტრადიციულად, მიიღწევა საუკეთესო ხარისხის მომსახურებით და ურთიერთობით მომხმარებელთან.

რა თქმა უნდა, გასაყიდი პროდუქტი ან სერვისი უნდა იყოს კარგი ხარისხის, სანდო და სრულფასოვანი. მაგრამ ყოველთვის იქნება უკმაყოფილო მომხმარებელი

ის, თუ როგორ ვუპასუხებთ მომხმარებლებს – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად „კარგი“ ან „ცუდი“ შეიძლება იყოს მათი გამოხმაურება – აუცილებლად აისახება ბრენდის რეპუტაციაზე.

სოციალური მედია გვეხმარება შევინარჩუნოთ ეს რეპუტაცია, გვაძლევს საშუალებას, რომ უშუალოდ ვიურთიერთოთ ჩვენს მომხმარებლებთან.

ბიზნესებმა უნდა გამოიყენონ ეს საოცარი შესაძლებლობა, რათა ააშენონ თავიანთი ბრენდი, როგორც ნამდვილი, მომხმარებლისთვის ხელშესახები ცოცხალი სივრცე.

შთაბეჭდილება მოახდინე პოტენციურ კლიენტებზე

თქვენი ბრენდის პატივსაცემი რეპუტაციის შენარჩუნების თანმიმდევრობა არის შესაძლებლობა, მოახდინო შთაბეჭდილება პოტენციურ მომხმარებლებზე.

ადამიანები ხშირად მიმართავენ, თუნდაც ეყრდნობიან, სოციალურ მედიას და ონლაინ მიმოხილვის საიტებს, რათა მიიღონ კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში კომპანია.

მარკეტერების მსგავსად, მომხმარებლები იყენებენ სოციალურ მედიას, როგორც ინსტრუმენტს, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები პროდუქციის შეძენისას.

ეს აძლევს პოტენციურ მომხმარებლებს შანსს დაინახონ, რომ ბიზნესი ნამდვილად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, მაშინაც კი თუ შესყიდვის პროცესი დასრულებულია. ნდობა და რეპუტაცია სწორედ ამდაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარეა.

ბრენდინგი

ბრენდზე შთაბეჭდილება და მის მიერ აშენებული რეპუტაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს სოციალური მედიის საშუალებით.

შეტყობინებები სოციალურ პლატფორმებზე საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეცადეთ სრულფასოვნად წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი. ბრენდის ხელწერა უნდა ჩანდეს თითოეულ, პოსტში, ვიდეოში, მიმართვასა თუ შეტყობინებაში.

დღეს სოციალურ მედიას შესწევს ძალა უსაზღვრო შესაძლებლობები მისცეს თქვენს ბრედს. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, იფიქრეთ საზღვრების გარეშე და სცადეთ რაც შეიძლება ბევრი რამ წარმატებისთვის. დაბრკოლებები იქნება მუდამ, უკმაყოფილო მომხარებელიც არ დაგავიწყდეთ, მაგრამ სწორი ქმედებებით გამოწვეულ საბოლოო წარმატებას ვერაფერი შეედრება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *