brave.ge

5 მიზეზი თუ რატომ გვჭირდება სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერი თქვენი ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამჟამად მხოლოდ ფეისბუქზე  3 მილიონზე მეტი ბიზნესი ახორციელებს აქტიურ რეკლამას.
ეს რიცხვები საკმაოდ საშიშია მაშინ, თუ თქვენ ცდილობთ კონკურენცია გაუწიოთ მათ სოციალურ ქსელში ხილვადობას. ამავდროულად ეს ფაქტი მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა Facebook მარკეტინგი დღეს ბიზნესისთვის რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა სხვა პოპულარულ სოციალურ ქსელზე, რომლებშიც თითოეულს ჰყავს მილიონობით (ან მილიარდობით) მომხმარებელი.

სოციალური მედიის მენეჯერის სამუშაო ადრე იყო უბრალოდ სტაჟიორის დამატებითი მოვალეობა, რაც უბრალოდ გულისხმობდა რაიმე ფოტოს ან ორგანული შინაარსის მქონე პოსტის გამოქვეყნებას. ამ უკანასკნელის ძირითადი მიზანი იყო რაიმე სარგებელი მიეღოთ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებიდან.

თუმცა დღეს თქვენ ახალი სოციალური მედიის ლანდშაფტის წინაშე დგახართ.

აქ არის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ცვლილება, რომელიც ვიხილეთ მხოლოდ ერთი წლის მანძილზე:

  • Facebook-მა წარადგინა ალგორითმის განახლება, რომელიც მარკ ცუკერბერგის თქმით,  თრგუნავს ბრენდის კონტენტს ახალი ამბების ხაზზე.
  • Twitter-მა გამოაცხადა, რომ აღარ დაუშვებს ერთი და იგივე შინაარსის განთავსებას მრავალ ანგარიშზე.

ამ ცვლილებების შესახებ განახლებისთვის საჭიროა სფეროს ექსპერტის თვალყურის დევნება. ეს უნდა იყოს ადამიანი, ვინც დარწმუნდება, რომ ბრენდი განაგრძობს წარმატებას სოციალური მედიის პლატფორმებზე.

კარგია, როცა გყავს ისეთი თანამშრომელი, რომელიც შესაძლოა კომპანიაში მუშაობდეს სხვა მიმართულებით და პარალელურად კურიერებდეს სოციალური მედიის საკითხებს. თუმცა, ბევრად უკეთესია დაიქირაოთ სოციალური მედიის მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ სოციალური მედიის კამპანიების მართვაში, შენარჩუნებასა და განხორციელებაში. ამასთანავე დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი დანახარჯებისა და ინვესტიციების უკეთესი და ეფექტური განაწილება.

ქვემოთ მოცემულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი.

სოციალური ალგორითმი ყოველთვის იცვლება

სოციალური მედიის მენეჯერს შეუძლია თვალყური ადევნოს ნებისმიერი ალგორითმის ცვლილებას და ახალ ტენდენციებს პლატფორმაში, ასევე მოარგოს თქვენი სტრატეგია და შინაარსი უახლეს განახლებებს.

ამავდროულად, სოციალური მედიის მენეჯერი უნდა იყოს ადაპტირებადი ახალ პლატფორმებთან დაკავშირებით და განიხილოს რა სტრატეგიები უნდა დაინერგოს პლატფორმაზე წარმატებისთვის.

აიღეთ მაგალითად TikTok. 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, TikTok-მა გადააჭარბა 2 მილიარდზე მეტ მობილურ ჩამოტვირთვას მთელ მსოფლიოში. ეს რიცხვი თავისთავად გეუბნებათ, რომ  თქვენი ბრენდი იქ აუცილებლად უნდა იყოს.

იგივე ეხება ახალ ფუნქციებს არსებული სოციალური მედიის პლატფორმაში. გახსოვთ, როდესაც Reels and Shops გამოვიდა გასული წლის ბოლოს Instagram-ზე? შეიკრიბა თუ არა თქვენი გუნდი იმისთვის, რომ გაერკვია, როგორ გამოიყენოს და აითვისოს ახალი ფუქნციები პლატფორაში?
სოციალური მედიის მენეჯერს შეუძლია მიიღოს ის ცვლილებები, რაც ხდება ან მალე მოხდება და იყოს მოქნილი დროული რეაგირებებისთვის.

 

სოციალურ მედიაში ჩართვა აუცილებელია

სოციალური მედია არ არის დაყენება-დავიწყების ტაქტიკა. მრავალი თვალსაზრისით, ამ მიდგომას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. ამიტომ არის ჩართულობა ასე მნიშვნელოვანი.

თქვენს მომხმარებლებთან ჩართვა, იქნება ეს გვერდზე თუ ჯგუფში, უნდა იყოს ინტენსიური. რატომ? სოციალური მედია არის ორმხრივი კომუნიკაცია, თქვენს მომხმარებლებს სურთ იცოდნენ, რომ ბრენდი, რომელიც მათ აინტერესებთ, ზრუნავს კიდეც მათზე.

სოციალური მედიის მენეჯერმა ყოველთვის უნდა აკონტროლოს ბრენდის გვერდები, არა მხოლოდ რეპუტაციის მენეჯმენტისთვის, არამედ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც შეიძლება დაეხმაროს თქვენს ბრენდს განვითარებაში.

გაინტერესებთ ახალი პროდუქტის გაყიდვა ან გჭირდებათ ხელმძღვანელობა იმის შესახებ, თუ რისი წაკითხვა სურთ თქვენს მომხმარებლებს? ჰკითხეთ მას! თქვენი სოციალური მედიის მენეჯერი შეძლებს დაგეხმაროთ, გირჩიოთ და დაგეგმოს კამპანიები თქვენი მონაწილეობით.

თქვენი მომხმარებლების გამოხმაურებაზე პასუხის გაცემა, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, აუცილებელია. გახსოვდეთ ეს არის კიდევ ერთი გზა იმის დასანახად, რომ თქვენი ბრენდი უსმენს და სერიოზულად იღებს მათ გამოხმაურებებს.

სოციალური მედიის, როგორც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების ხელსაწყოს გამოყენება ეხმარება თქვენს მომხმარებლებს მიიღონ საჭირო დახმარება და უკუკავშირი.

თუ ნივთი არ მოერგო ან სხვა ზომა მიუვიდა, მომხმარებელი პირველ რიგში მიმართავს სოციალურ მედიას თქვენთან საკონტაქტოდ. ამ სივრცეში დახმარება ასევე მისცემს თქვენს მომხმარებელს უკეთეს გამოცდილებას, რადგან ისინი შეძლებენ თავიანთი პრობლემის გადაჭრას პლატფორმაზე, რომელიც ძალიან კომფორტულია.

დაიცავით თქვენი რეპუტაცია და დაეხმარეთ თქვენს მომხმარებლებს

სოციალური მედიის მენეჯერ(ებ)ი მუდმივად ზრუნავს თითოეულ შეტყობინებაზე, მიმოხილვაზე და კომენტარზე, რაც ხდება სოციალურ მედიაში ბრენდთან დაკავშირების დროს.

ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პირის დაქირავება ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან რამდენიმე წამში სოციალური მედიის მენეჯერს შეუძლია განსაზღვროს და დაიწყოს პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი, რომელიც სხვაგვარად კატასტროფად გადაიქცევა, თუ ამ საქმეს ნაკლებად გამოცდილი პიროვნება მიხედავდა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედიის მენეჯერმა განავითაროს არა მხოლოდ ბრენდის სწორი ხმა და ენა სოციალურ მედიაში, არამედ იმუშაოს ბიზნესში სხვა პირებთან ერთად – როგორიცაა მომხმარებელთა მხარდაჭერის და PR-ის ჯგუფი.

კომენტარზე პასუხი, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ასევე უნდა განხორციელდეს გარკვეულ ვადაში. რაც მალე, მით უკეთესი.

თქვენს ბრენდს შეუძლია ხელი შეუწყოს არსებული ან მომავალი მომხმარებლის ან კლიენტის პრობლემის გადაჭრას, ან აიძულოს ვინმეს პატივი სცეს, თუ როგორ იქცევა თქვენი ბრენდი სოციალურ მედიაში.

თქვენი აუდიტორიის გაზრდა

2020 წლის სექტემბრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ მათ შესყიდვის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინა სოციალურმა მედიამ, ხოლო ინდივიდების 29%-მა შესყიდვები განახორციელა უშუალოდ სოციალური მედიის მეშვეობით.

იფიქრეთ თქვენი სოციალური მედიის აუდიტორიაზე, როგორც თქვენს ელჩებზე, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ბრენდის პროდუქტების გამოყენების უპირატესობების გაზიარებაში, თუნდაც თავიანთ წრეში.

რაც უფრო იზრდება თქვენი აუდიტორია, იზრდება თქვენი ბრენდის სანდოობა. არა მხოლოდ ეს, არამედ იზრდება თქვენი ბრენდისადმი ნდობაც.

თქვენი ბიზნესი ან ბრენდი ეძებს პარტნიორობას სხვა ბრენდებთან? სოციალურ მედიაში დიდი აუდიტორიის ქონა ასევე აუმჯობესებს თქვენს სახელსა და თავდაჯერებულობას სხვასთან კოლაბორაციის მიმართულებით.

გაქვთ რამე აქცია ან გრანდიოზული სიახლე? დიდი აუდიტორიის ქონა ხელს შეუწყობს სასიხარულო ამბის გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის არა მხოლოდ თქვენს სოციალურ მედია ბაზას, არამედ გაზრდის თქვენს პოპულარობას და შემოსავალს.

 

შედეგები და მოხსენება

მენეჯერის ყოლა, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი სოციალური მედიის ყველა ძალისხმევაზე, დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი არსებული კამპანია.

ასევე სოციალური მედიის მენეჯერს  შეუძლია შეინარჩუნოს თქვენი ბრენდის მოქნილობა – შეცვალოს მიზნები, მიდგომები ან კონტენტი, თუ თქვენი ამჟამინდელი ძალისხმევა არ მიდის ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს.

სოციალური მედიის მენეჯერი რეგულარულად ამოწმებს კამპანიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამორთავს რეკლამებს, რომლებიც არაეფექტურია და სხვა კამპანიების ოპტიმიზაციას აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ფული სწორად იხარჯება. ამავდროულად ათვალიერებს კამპანიებს და ამოწმებს, ტაქტიკა დუნდება და არაეფექტური ხდება თუ სტრატეგია შეცვლას არ საჭიროებს.

ეს იძლევა უზარმაზარ საშუალებას თვის ბოლოს მოხსენებაში წარადგინოს ინფორმაცია: რა შესრულდა იმ თვეში? რამდენად კარგად გამოვიდა წინა თვეებთან შედარებით და რა უნდა გაკეთდეს მომავალში?

 

საბოლოოდ თუ თქვენით დაგეგმილი კამპანია რამდენჯერმე გამართლებული აღმოჩნდა, ნუ მოდუნდებით, რადგან ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს,თუ არ გყავთ ვინმე, ვისაც წამებში შეუძლია სიახლის ათვისება, კონტენტის შეცვლა და პრობლემის გადაჭრა.

დღეს სოციალური ქსელების ხანაში ნუ დაიშურებთ ფინანსებს ერთი თანამშრომლის ხელფასში, რადგან, ვინც ყველაზე მეტად სჭირდება თქვენს ბრენდს, სოციალური მედიის მენეჯერია! ითანამშრომლეთ, მიეცით შესაძლებლობები და ენდეთ მას.

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *