სარეკლამო კომპანია "ბრეივი"

გამომწერების რაოდენობის გაზრდის გზები

21-ე საუკუნეში, საუკუნეში, სადაც მუდმივი განვითარება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შეიცვალა ჩვენი მოქმედების სივრცეები.  კომონიკაციის, ინფორმაციის მიღების, გართობის თუ ბიზნესის განვითარების კუთხით, ჩვენ დროის ძალიან დიდ ნაწილს ვუთმობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. აქამდე თუ ეს უკანასკენლი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება იყო, ახლა უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს, რათა ჩვენი ცხოვრება გავხადოთ მეტად მრავალფეროვანი და მარტივი.

საკმაოდ დიდი ხანია უკვე ადამიანებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ მუდმივად იზრდებოდეს მათი მიმდევრების რაოდენობა. გსურთ გაზარდოთ თქვენი სოციალური მედიის აუდიტორია ორგანული მიმდევრებით, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული თქვენი ბრენდით? მაშინ იცოდეთ რომ ეს მეთოდები მუშაობს.

დღეს ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ ვითარდება ის სოციალური მედიის მეშვეობით, ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რათა გაზარდოთ აუდიტორია.

 

შექმენით ძლიერი ბრენდის იდენტობა

იქნება ეს სერტიფიცირებული ბიზნესი თუ პირადი ბრენდი, თქვენ მაინც უნდა გქონდეთ შეკრული ბრენდის იდენტობა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე პროფილის ფოტოს ადგილას ბრენდის ლოგოს ჩასმა.

თქვენი ბრენდის იდენტურობა უნდა წარმოიშვას ყოველი პოსტიდან. შეარჩიეთ თქვენი ბრენდის დომინანტური ფერის სქემა, ფილტრები, გრაფიკული დიზაინი, ტონალობა და ა.შ. ყველაფერი, რასაც აქვეყნებთ და კომენტარს აკეთებთ, უნდა იყოს თქვენი ბრენდის ხმის ამოძახილი. ხალხს იზიდავს ბრენდი, რომელსაც აქვს ინდივიდუალიზმი.


მიჰყევით შესაბამის ანგარიშებს

თქვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ უნდა იყო ისევე, როგორც ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობა,  გაცემა და მიღება – რაც ნიშნავს, რომ მიმდევრებს მოიპოვებთ, თუ თავად იქნებით მიმდევარი.

ეს არ ნიშნავს აუცილებელ მიყოლას ყველასთვის,  ვისაც მოსწონს თქვენი ანგარიში. იფიქრეთ უფრო ფართოდ. ვინ აქვეყნებს საინტერესო შინაარსის მქონე პოსტებს, რომელიც შთაგაგონებს? ვინ შეიძლება იყოს ბრენდის გავლენიანი ადვოკატი, რომელთანაც შეიძლება პარტნიორობა გქონდეთ?

რამდენიმე იდეა შესაბამისი ანგარიშების მოსაძებნად, რომლებსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ:

ჯგუფები და საზოგადოებები: Facebook, LinkedIn, Reddit და სხვა ქსელები საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ და შეუერთდეთ ჯგუფებს. გარდა იმისა, რომ ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია კონტენტის იდეებისთვის და ახალი ანგარიშების მოსაძებნად, ამ ჯგუფებში აქტიურობა ასევე შეიძლება იყოს ფანტასტიკური გზა თქვენი ბრენდისთვის ექსპოზიციის მოსაპოვებლად.

იხილეთ, თუ ვის მიჰყვებიან ინფლუენსერები: განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება გამოცდილ და ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ მიმდევრებისა და მიმდევრობის თანაფარდობა. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მათ ჰყავთ ბევრი მიმდევარი, მაგრამ შერჩევითი არიან მათ მიმართ, ვისაც თავად მიჰყვებიან.


აქტიურად ჩაერთეთ თქვენს მიმდევრებთან

თუ პაემანზე ხართ და მთელი ვახშამი საკუთარ თავზე საუბარში გაატარეთ ისე, რომ პარტნიორს საუბარში ერთი სიტყვის თქმის  საშუალება არ მიეცით, დიდი შანსია, რომ მეორე პაემანი არ გექნებათ.

იგივე პრინციპი მოქმედებს სოციალურ მედიაზეც.

იმის ნაცვლად, რომ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმები განიხილოთ, როგორც უწყვეტი სარეკლამო კამპანიები, უზრუნველყავით აუდიტორიასთან კომუნიკაცია და საუბრები. უპასუხეთ თქვენს პოსტებზე კომენტარებს და წაახალისეთ ნამდვილი დისკუსიები.

 

გამოაქვეყნეთ გაზიარების ღირსი კონტენტი

თუ ხალხი აგირჩევთ თქვენ, ისინი მოელიან, რომ გამოაქვეყნებთ კონტენტს, რომელიც განსაკუთრებული იქნება. თქვენს აუდიტორიას უნდა სურდეს თქვენი პოსტების ხელახლა გაზიარება!

მაგალითისთვის შეგიძლიათ ხშირად გამოხატოთ დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სარისკოა მტკიცე აზრის გამოხატვა ამა თუ იმ საკითხზე, მას შეუძლია მოიპოვოს დიდი ჩართულობა. მსუბუქად მოეკიდეთ მგრძნობიარე საკითხებს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ბრენდზე.

ამასთან ერთად არ დაგავწყდეთ, რომ თქვენ უნდა იყოთ თქვენი ინდუსტრიის ტენდენციებისა და პროგნოზების სათავეში, და თუ შეძლებთ იყოთ სანდო წყარო იმის შესახებ, რაც აქტუალურია, გახდებით ის, ვინც მუდმივად სანდო სიახლეებს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება უშუალოდ სიახლეებს, ახალი ამბების მიწოდება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ დარჩეთ აქტიური, მაგრამ ის მოითხოვს სერიოზულ დროს და ერთგულებას, რომ იყოთ ერთი ნაბიჯით წინ და მუდმივად იყოთ ერთ-ერთი პირველი წყარო ამ ამბის გასაშუქებლად.

გახსოვდეთ რომ ადამიანებს უყვართ ცხოველები, ჩვილები, ბავშვები, იუმორი, ბრძნული ციტატები და ყველაფერი, რაც ღიმილის მომგვრელი იქნება.

იფიქრეთ კრეატიულ გზებზე, რომ ჩართოთ ამ ტიპის დეტალები თქვენს ბრენდში და ამავდროულად დარჩეთ თქვენს ინდივიდუალურ ტონთან შესაბამისობაში.

 

შექმენით კალენდარი

მთავარია დაამყაროთ ბალანსი საკმარისად და ხშირად გამოქვეყნებას შორის. ეს გულისხმობს იმას, რომ დარჩეთ აქტუალური, მაგრამ არ გამოაქვეყნოთ იმდენად ხშირად რომ გახდეთ შემაწუხებელი.

გახსოვდეთ რომ სოციალური მედია საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ პოსტები ვადაზე ადრე, ასე რომ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ დროულად გამოქვეყნების დავიწყების შესახებ.

აირჩიეთ მიზნობრივი ჰეშთეგები

ჰეშთეგები შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა გაზარდოთ მიმდევრების რაოდენობა, მაგრამ შეეცადეთ მეტი ფოკუსირება მოახდინოთ კონკრეტულ ჰეშთეგებზე და ნაკლებად ზოგად ჰეშთეგებზე.

მაგალითად, #love-ს აქვს ორ მილიარდზე მეტი ფოტო დაკავშირებული ინსტაგრამზე. თქვენი პოსტი დაუყოვნებლივ დაიმარხება.

დარწმუნდით, რომ თქვენი ჰეშთეგები უფრო მიზნობრივია, რათა მათ რეალურად იმუშაონ თქვენს სასარგებლოდ.

 

შექმენით პარტნიორობის კამპანიები კომპანიებთან და ბრენდის წარმომადგენლებთან

არაკონკურენტ კომპანიებს შორის ერთობლივი შიგთავსის კამპანიას შეუძლია ფანტასტიკური ექსპოზიციის შექმნა.

და საუკეთესო ნაწილი? თქვენ გაქვთ პოტენციალი, რომ გამოიყენოთ სრულიად ახალი აუდიტორია. იდეალური პარტნიორობა ორმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე ბრენდს, რაც საშუალებას მისცემს თითოეულს მოიპოვოს ახალი მიმდევრები.

 

უყურადღებოდ არ დატოვოთ თქვენი მიმდევრები

აქტიური სოციალური მედიის ანგარიში აუცილებლად იწვევს მომხმარებელთა საჩივრებს.

იმის გამო, რომ ეს უარყოფითი კომენტარები ქვეყნდება საჯარო ფორუმზე, თქვენი პასუხი იქნება მუდმივად დაკვირვების ქვეშ. პოტენციური მომხმარებლები აკვირდებიან, თუ როგორ ზრუნავთ თქვენს არსებულ მომხმარებლებზე.

მუდმივად იზრუნეთ ბრენდის პოლიტიკაზე და დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ.

 

გახსოვდეთ, გამომწერების ორგანულად გაზრდა შრომატევადი საქმეა, თქევნ კი ნამდვილად არ გჭირდებათ ყალბი ანგარიშები მიმდევრების სიაში.